საქართველო ტურიზმის სფეროსთვის პროფესიონალებს ამზადებს

გამოწერა
საქართველოს სულ უფრო მეტი ტურისტი სტუმრობს. ქვეყანას მომსახურების სფეროში პროფესიონალი კადრები ესაჭიროება.

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. თბილისში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის დამსაქმებელთა ფორუმი გაიმართა.

ღონისძიება პროფესიულ კოლეჯ „იკაროსში“ გაიმართა, რომელიც ტურიზმის სფეროში შემდგომი დასაქმებისთვის კადრებს ამზადებს. შეხვედრას ესწრებოდნენ პოტენციური დამსაქმებლები, სტუდენტები, პედაგოგები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ჩოგოვაძე.

ბათუმი - Sputnik საქართველო
პირველ კვარტალში ტურიზმმა საქართველოს 350 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოუტანა

ჯეჯელავას განცხადებით, ეს ფორუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში ტურისტის მოზიდვა მარკეტინგის ამოცანაა, ხოლო აიძულო მას, კიდევ ერთხელ დაბრუნდეს — კარგი მომსახურების ამოცანა.

„სწორედ ეს ამოცანა უნდა გადაჭრას პროფესიულმა სასწავლებელმა დამსაქმებელთა ასოციაციასთან ერთად. მოგეხსენებათ, ჩვენ ქვეყანაში მომსახურების ხარისხის საკითხი მნიშვნელოვნად განვითარდა ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ კიდევ გაცილებით ბევრი და უკეთესი ხარისხის მომსახურე პერსონალი გვჭირდება“, — განაცხადა ჯეჯელავამ.

ჩოგოვაძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მთავრობამ ბევრი ღონისძიება ჩაატარა, რათა ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა გაზრდილიყო.

„გაზრდილ ტურისტულ ნაკადს სჭირდება გაზრდილი რაოდენობა მომსახურე პერსონალის, დასაქმებული ადამიანების“, — აღნიშნა ჩოგოვაძემ.

პროექტი დაფინანსდა საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც ქვეყანაში ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების განხორციელებას ითვალისწინებს.

ამისთვის აშშ-ის კორპორაცია „ათასწლეულის გამოწვევის“ ფონდმა საქართველოს 140 მლნ ლარი გამოუყო.

ყველა ახალი ამბავი
0