ვანესა მეის კონცერტისთვის დამატებითი მატარებელი დაინიშნა

© photo: Sputnik / Владимир Астапкович / გადასვლა მედიაბანკშივანესა მეი
ვანესა მეი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ბრიტანელი მევიოლინე ვანესა მეი კონცერტს ურეკში გამართავს. „საქართველოს რკინიგზამ“, კონცერტზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, დანიშნა სპეციალური რეისი „თბილისი-ურეკი-თბილისი“.

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. ცნობილი ბრიტანელი მევიოლინის ვანესა მეის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, რომელიც 6 აგვისტოს გაიმართება, დამატებითი მატარებელი დაინიშნა.

 „საქართველოს რკინიგზამ“, კონცერტზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, დანიშნა სპეციალური რეისი „თბილისი-ურეკი-თბილისი“.

ვანესა მეი - Sputnik საქართველო
ვანესა მეი საქართველოში კონცერტს გამართავს

„ოთხვაგონიანი სამგზავრო შემადგენლობა მგზავრებს ორივე მიმართულებით გადაიყვანს. მატარებელი თბილისის ცენტრალური სადგურიდან გავა 10:25, ურეკში ჩავა 14:51. ურეკიდან გამოვა 7 აგვისტოს 02:00 და თბილისში ჩამოვა 06:20“, — აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მატარებელი, ურეკის გარდა, ქობულეთსა და ბათუმში გაჩერდება.

ვანესა მეის კონცერტი Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზის სცენაზე გაიმართება. ცნობილი მევიოლინე მსმენელისთვის თავის მუსიკალურ კოლექტივთან ერთად დაუკრავს. კონცერტის ორგანიზატორების თქმით, ეს ლამაზი შოუ იქნება როგორც მუსიკალური, ისე ვიზუალური თვალსაზრისით.

კრისტინა აგილერა - Sputnik საქართველო
კრისტინა აგილერამ ქართული აუდიტორიის წინაშე საკუთარი ჰიტები შეასრულა

აღსანიშნავია, რომ ვანესა მეის კონცერტამდე ერთი კვირით ადრე, 30 ივლისს იმავე სცენაზე კონცერტი ამერიკელმა პოპ-ვარსკვლავმა კრისტინა აგილერამ გამართა. სწორედ ამ კონცერტით გაიხსნა Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზი. 20 აგვისტოს კი ამავე სცენაზე დაგეგმილია გერმანული როკ-ჯგუფ Scorpions-ის კონცერტი.

Black Sea Arena ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ფონდმა „ქართუმ"ააშენა და 10 ივლისს სახელმწიფოს გადასცა.  

საკონცერტო დარბაზთან ერთად ფონდ „ქართუსგან“ სახელმწიფომ საჩუქრად მიიღო 1 სექტემბრამდე გაწერილი კულტურული ღონისძიებების პროგრამა, რომელშიც მსოფლიო და ქართველი ვარსკვლავები იღებენ მონაწილეობას. კონცერტებიდან შემოსული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება.

მშენებლობაში ფონდმა „ქართუმ" 200 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. მთლიანად აღნიშნული პროექტი კი ფონდს 110-115 მლნ აშშ დოლარის ფარგლებში დაუჯდა.

ყველა ახალი ამბავი
0