ვანესა მეი საქართველოში კონცერტს გამართავს

© FB/ Ванесса Мэйვანესა მეი
ვანესა მეი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოში ცნობილი მევიოლინე ურეკში, ახლახან გახსნილ საკონცერტო დარბაზში Black Sea Arena გამოვა.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი (წარმოშობით სინგაპურელი) მევიოლინე და კომპოზიტორი ვანესა მეი საქართველოში კონცერტს პირველად გამართავს.

მისი გამოსვლა 6 აგვისტოს ურეკში Black Sea Arena-ს ახალ საკონცერტო დარბაზშია დაგეგმილი.

ვანესა მეი საქართველოში მცხოვრებთა და მისი სტუმრებისთვის თავის მუსიკალურ ანსამბლთან ერთად დაუკრავს. კონცერტის ორგანიზატორის განცხადებით, ეს იქნება ლამაზი შოუ როგორც მუსიკალური, ისე ვიზუალური თვალსაზრისით.

კრისტინა აგილერა - Sputnik საქართველო
კრისტინა აგილერა საქართველოში იმღერებს

უნდა აღინიშნოს, რომ მეის კონცერტამდე ერთი კვირით ადრე იმავე სცენაზე ცნობილი ამერიკელი მომღერალი კრისტინა აგილერა იმღერებს. სწორედ მისი გამოსვლით გაიხსნება ოფიციალურად საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena.

Black Sea Arena ბიძინა ივანიშვილის ფონდმა „ქართუმ“ ააშენა და 2016 წლის 10 ივლისს საჩუქრად სახელმწიფოს გადასცა.

საკონცერტო დარბაზთან ერთად სახელმწიფომ საჩუქრად მიიღო 2016 წლის სექტემბრამდე გაწერილი კულტურულ ღონისძიებათა პროგრამა მსოფლიო და ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობით. კონცერტებს ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. ბილეთების გაყიდვით შემოსული სახსრები სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება.

Звери - Sputnik საქართველო
რუსული ჯგუფი "Звери" ბათუმში იმღერებს

ქართული მედიასაშუალებების ინფორმაციით, ამავე დარბაზში გამოვა ასევე ლეგენდარული ჯგუფი Scorpions. თუმცა, ამ ეტაპზე  ორგანიზატორები პროგრამას სრულად არ აანონსებენ.

ვანესა მეი კლასიკური კომპოზიციების ტექნო-დამუშავებით არის ცნობილი. მან თავისი სადებიუტო დისკი Violin 1990 წელს ჩაწერა. დამთავრებული აქვს ლონდონის მუსიკის სამეფო კოლეჯი.

ვანესა მეის საპატივსაცემოდ ასტეროიდს მისი სახელი ეწოდა.

ყველა ახალი ამბავი
0