რუსული ჯგუფი "Звери" ბათუმში იმღერებს

გამოწერა
"Звери" 3-საათიან კონცერტს ბათუმში 29 აგვისტოს გამართავს.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik.  პოპულარული რუსული ჯგუფი "Звери"  საქართველოში პირველად ჩამოდის. კოლექტივის სოლო-კონცერტი ბათუმში 29 აგვისტოს გაიმართება.

რუსი მუსიკოსები ბათუმელებისა და სტუმრებისთვის ბათუმის ჩოგბურთის კლუბში იმღერებენ. სამ საათიანი კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება.

ჯგუფ "Звери"-ს კონცერტის ორგანიზატორია ქართული კომპანია GTS Group. ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, ისინი დიდი ხანია გეგმავდნენ რუსული გუნდის საქართველოში ჩამოყვანას, რადგან "Звери" ძალიან პოპულარულია ქვეყანაში.

„ჯგუფი "Звери" ძალიან კარგ და ხარისხიან მუსიკას ქმნის. საქართველოში მათ ბევრი ფანი ჰყავთ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის. ბათუმში მათი მომავალი კონცერტის გარდა, ჩვენ კიდევ ერთი კონცერტის შესახებ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, ამჟამად უკვე თბილისში. სავარაუდოდ, ეს წლის ბოლომდე მოხდება“,- აცნობეს Sputnik-ს GTS Group კომპანიაში.

ელენა ვაენგა - Sputnik საქართველო
რუსი მომღერალი ელენა ვაენგა საქართველოში პირველად გამართავს კონცერტს

ჯგუფი "Звери"-ს კონცერტი აჭარაში  პროექტ ''Check in Georgia'' ფარგლებში გაიმართება-ეს საქართველოს მთვრობის მიერ ინიციირებული პროექტია, რომელიც საქართველოს პოპულარიზაციასა და მსოფლიოში მისი საერთაშორისო იმიჯის ამაღლებას ემსახურფება.

ბათუმში "Звери"  თავის მუსიკალურ პროგრამას "The Best" შეასრულებენ, რომელშიც  კოლექტივის როგორც ძველი ჰიტები შედის, ასევე ბოლო ალბომის "Страха нет" რამოდენიმე კომპოზიცია.

ჯგუფი "Звери"  2001 წელს რომან ბილიკის მიერ შეიქმნა, რომელიც საზოგადოებაში ცნობილია, როგორც რომან ზვერი.

თბილისი - Sputnik საქართველო
ქართული წარმომავლობის რუსი რეპერი L'One თბილისში კონცერტს გამართავს

მუსიკოსები "MTV Россия" და "Дебют" პრემიების ლაურეატები არიან. ჯგუფი რეკორდსმენია ტელეარხ "Муз-ТВ"-ს მოგებული პრემიების რაოდენობის მიხედვით (11 ჯილდო, რომელთაგან ცხრა  „საუკეთესო როკ-ჯგუფის“ ნომინაციაში).

ჯგუფს სამი სტუდიური ალბომი აქვს. ბოლო ფირფიტის "Страха нет" რელიზი 2016 წლის 1 მარტს შედგა.


ყველა ახალი ამბავი
0