საქართველოში მიღებულია გადაწყვეტილება მგლების დახოცვის შესახებ

CC0 / Pixabay / მგელი
მგელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მტაცებლებზე ნადირობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია ნებადართული, როდესაც ცხოველი ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება.

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. მგლების რაოდენობის რეგულაციის ღონისძიებებს  ბოლნისისა და ხობის რაიონულ ადმინისტრაციებში ჩაატარებენ.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მგლების დახოცვა აკრძალულია. მტაცებელზე ნადირობა ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება.

ივლისის დასაწყისში მგლებმა თელავის რაიონის სოფელ ბუშეთში 17 ცხვარი დაგლიჯეს. მტაცებლები ცხვრებს დამხმარე მეურნეობაში თავს დაესხნენ, რომელიც ადგილობრივ მცხოვრებს ეკუთვნის. კახეთის რეგიონი არა ერთხელ გამხდარა მგლების შემოსევის ადგილი. ერთ-ერთი ინციდენტი სოფელ ვაზისუბანში მოხდა. მაშინ მტაცებლები შინაური ცხოველების ფარას დაესხნენ.

მგლები - Sputnik საქართველო
აღმოსავლეთ საქართველოში მგლების დახოცვის ნებართვა გაიცა

2011 წელს რუხი მტაცებლების შემოსევისგან დაზარალდა ხობის რაიონის  სოფლები. ადგილობრივების თქმით, მაშინ მგლებს თხები, ცხვრები და ცხენი ემსხვერპლა.

ცნობილია, რომ 2012-2015 წლების პერიოდში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ნებართვით, დახოცეს 249 მგელი, 135 ტურა, შვიდი მელია და ოთხი დათვი.

მგლების რაოდენობის რეგულაციის ღონისძიებები ნებადართულია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ კანონის 17 მუხლის საფუძველზე.

ყველა ახალი ამბავი
0