თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. გარემოს დაცვის სამინისტრომ შვიდი მგლის მოკვლის უფლება მას შემდეგ გასცა, რაც მტაცებელთა ხროვამ სოფელ ბუშეტში 17 ცხვარი დაგლიჯა.
ინციდენტი ადგილობრივი მცხოვრების ჯიმშერ გობეჯიშვილის კარმიდამოში მოხდა, რომელმაც ყელგამოღადრული ცხვრები ამ დილით ნახა. მოსახლეობას მონადირეთა ჯგუფის შექმნა მოითხოვა.
„გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, ჩვენი თანასოფლელია, შემთხვევის ადგილზე შეგვხვდა. მან გვითხრა, რომ გამგეობას, კონკრეტულად დაასახელა, შვიდი მგლის მოკვლის უფლება აქვს“, – განაცხადა სოფლის გამგეობის წარმომადგენელმა პაატა გიორგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
სურსათის უვნებლობის სააგენტოს თანამშრომლები, ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად, მოსახლეობას დახოცილი ცხოველების დამარხვაში დაეხმარებიან.
საქართველოში მგლის მოკვლა აკრძალულია. მასზე ნადირობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება, თუ ის ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
კახეთის სოფლებს მგლები ადრეც დასხმიან თავს. მსგავსი ინციდენტი სოფელ ვაზისუბანში მოხდა. ასეთი შემთხვევები დასავლეთ საქართველოშიც მომხდარა.