დასავლეთ საქართველოში მგლები შინაურ ცხოველებს ესხმიან თავს

© photo: Sputnik / Владимир Вяткин / გადასვლა მედიაბანკშიГорная река
Горная река - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ჟურნალისტებს თხოვნით მიმართეს მათი პრობლემა ხელისუფლებამდე მიეტანათ. მათი თქმით, მგლებმა გაანადგურეს შინაური საქონელი, მათზე ნადირობა კი აკრძალულია.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. თერჯოლის რაიონის მცხოვრებლები შეშფოთებულნი არიან შინაურ ცხოველებზე მგლების გახშირებული თავდასხმებით. ამასთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლება აპირებს სოფლებში სიტუაციის შესწავლას, იტყობინება ქართული მედია რაიონის მუნიცეპალიტეტზე დაყრდნობით.

 ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ჟურნალისტებს თხოვნით მიმართეს მათი პრობლემა ხელისუფლებამდე მიეტანათ. მათი თქმით, მგლებმა გაანადგურეს შინაური საქონელი, მათზე ნადირობა კი აკრძალულია. 

 „პრობლემურ მგლებზე“  სანადიროდ აუცილებელია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების სამსახურის ნებართვა. ამისთვის კი სამინისტროს მუნიციპალიტეტმა უნდა მიმართოს. 

 თუმცა „აუცილებელი მოგერიების“ შემთხვევაში, მოსახლეობას აქვს უფლება თავი დაიცვას მგლებისგან, განაცხადეს უწყებაში.

 თერჯოლის რაიონის მუნიციპალიტეტში მიღებულია გადაწყვეტილება შეისწავლონ  საქონელზე მგლების თავდასხმის სიხშირე და მიიღონ აუცილებელი პრევენციული ზომები. 


ყველა ახალი ამბავი
0