პრეზიდენტმა და პრემიერმა ილია მეორეს ანგელოზის დღე მიულოცეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ილია წინასწარმეტყველის დღესთან დაკავშირებით ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლმა თბილისის სიონის ტაძარში წირვა აღავლინა.

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ანგელოზის დღე მიულოცეს.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 2 აგვისტოს წმინდა ილია წინასწარმეტყველის დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლმა თბილისის სიონის ტაძარში წირვა აღავლინა.

„მინდა მივულოცო მის უწმინდესობას ანგელოზის დღე. ჩვენი თვალით ვიხილეთ ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოში რწმენის აღორძინება და ეს არის მისი უწმინდესობის დამსახურება. მინდა ვუსურვო მას ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე საქართველოს საკეთილდღეოდ!“ — განაცხადა კვირიკაშვილმა.

ილია მეორემ დალოცა პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები, რომლებიც სიონში ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ.

ნათლობის ცერემონია - Sputnik საქართველო
იწყება წიგნების „პატრიარქის ნათლულები“ და „ილია მეორე“ გაყიდვა

„თქვენ უყვარხართ ხალხს და თქვენი სჯერა ხალხს!“ — ამ სიტყვებით მიმართა ილია მეორემ პრემიერს.

29 წლის წინ უწმინდესისა და უნეტარესის თაოსნობით მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ შთამაგონებელ, დაუვიწყარ გამოცდილებად იქცა, აღნიშნა პრეზიდენტმა.

„უწმინდესმა ილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვით ახალი იმპულსი შესძინა ჩვენ ყოველდღიურ გარჯას, უზენაესი, მაგრამ ცოცხალი და ხელშესახები მაგალითის ჩვენებით სწორი ორიენტირი დაუსახა თითოულ ჩვენგანს და საზოგადოებას მთლიანად, ჩვენი უახლოესი ისტორიის დრამატულ მომენტში განგვიმტკიცა საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების რწმენა“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0