პროკურატურა: საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა შანტაჟის ფაქტები არ დაადასტურეს

© Prosecutor's Office of Georgiaსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროკურატურამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მოსამართლეებზე ზეწოლას ახდენენ.

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე, გარდა თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილისა, ზეწოლის ფაქტებს უარყოფს, აღნიშნულია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გასულ კვირაში გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ, მიმდინარე სასამართლო პროცესების გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება. პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა მუხლებით: „სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევა მართლმსაჯულების გამხორციელებაზე ზემოქმედების მიზნით“ და „პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფა“, დაიკითხნენ მოსამართლეები.

კანონისა და მართლმსაჯულების სიმბოლო - Sputnik საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები კოლეგებს აკრიტიკებენ

„გამოკითხულია საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე თავმჯდომარის გარდა. გამოკითხულთაგან ყველა უარყოფს მათ მიმართ ვინმეს მხრიდან რაიმე სახის ზეწოლის ან სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით ჩარევას”, — ნათქვამია განცხადებაში.

მოსამართლეების მიერ ჩვენებებში დაფიქსირებულ გამოძიებისთვის საინტერესო გარემოებების გადამოწმების მიზნით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, აღნიშნულია განცხადებაში.

პროკურატურის მონაცემებით, ამ კვირაში აღნიშნულ საქმეზე დაიკითხება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დაკითხვის შესახებ გასული კვირის ბოლოს საქართველოს მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

უფრო ადრე პაპუაშვილი შეხვდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს და მათ მოსამართლეების შესაძლო შანტაჟის შესახებ ამცნო.

ყველა ახალი ამბავი
0