თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. პავლიკ მანუკიანი — შეიარაღებული დაჯგუფება „სანსა ცრერის“ ლიდერს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო კენტრონისა და ნორკ მარაშის საერთო სასამართლომ, განაცხადა ჟურნალისტებთან ადვოკატმა ინესა პეტროსიანმა.
„სასამართლომ პაველ მანუკიანის წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოიტანა და მას ორთვიანი პატიმრობა მიესაჯა“, — განაცხადა პეტროსიანმა.
მას ბრალდება სომხეთის სს კოდექსის რამდენიმე მუხლით წარედგინა, რაც თავისუფლების 6-დან 12 წლამდე ვადით და სამიდან რვა წლამდე ვადით აღკვეთას გულისხმობს.
მანუკიანი დანაშაულს არ ღიარებს.
სასამართლო სხდომის შემდეგ ბრალდებული „ერებუნის“ სამედიცინო ცენტრიდან საპატიმროს საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პაველ მანუკიანმა და მისმა შვილმა არამმა ცეცხლსასროლი ჭრილობა მიიღეს და საავადმყოფოში 27 ივლისს მოათავსეს. ამდროისათვის მანუკიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს და რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყანილი. მისი შვილი კი უკვე საპატიმროს საავადმყოფოში ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.
27 ივლისს შეიარაღებულ დაჯგუფებასა და პოლიციის თანამშრომლებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც სამი ადამიანი — დაჯგუფების ლიდერი პაველ მანუკიანი, მისი შვილი არამი და ასევე პოლიციის თანამშრომელი დაიჭრა.