ერევანში ყველა მძევალი გათავისუფლებულია

© photo: Sputnik / Асатур Есаянцსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპატრულო-საგუშაგო სამსახურის შენობაში მძევლად აყვანილმა სასწრაფო დახმარების ორმა თანამშრომელმა შენობა დატოვა.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. შეიარაღებულმა დაჯგუფებამ, რომელმაც მძევლად სასწრაფო დახმარების ბრიგადა აიყვანა, ბოლო ორი მედპერსონალიც მძევლობიდან გაათავისუფლა. 

ერევანში განვითარებული მოვლენების ადგილას - Sputnik საქართველო
ერევანში პოლიციელი დაიღუპა

„მძევლად მყოფმა ორმა მედიკოსმა გუშინ, საღამოს, საპატრულო-საგუშაგო სამსახურის შენობა დატოვა“, — განაცხადა  სააგენტო „Sputnik სომხეთთან“ საუბრისას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა ანაით აითაიანმა.

მან სხვა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა და მხოლოდ აღნიშნა, რომ გათავისუფლებული მძევლების ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითია.

 27 ივლისს შეიარაღებულმა დაჯგუფებამ სასწრაფო დახმარების ბრიგადის ოთხი წევრი მძევლად აიყვანა, რომლებიც პოლიციის ტერიტორიაზე დაჭრილთა დასახმარებლად მივიდნენ. მათგან ერთმა შენობა იმავე საღამოს დატოვა, მეორე კი 30 ივლისს გამოუშვეს.

ამ დრომდე მძევლად სასწრაფო დახმარების ორი თანამშრომელი — ექიმი ნორაირ ტევანიანი და მედდა მალინა მარკარიანი რჩებოდნენ. ისინი უკვე გათავისუფლებული არიან.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0