ერევანში პოლიციელი დაიღუპა

© photo: Sputnik / Асатур Есаянцერევანში განვითარებული მოვლენების ადგილას
ერევანში განვითარებული მოვლენების ადგილას - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერევანში შეიარაღებულმა ჯგუფმა ცეცხლის გახსნა, რის შედეგადაც პოლიციელი, 1986 წელს დაბადებული იურა ტეპანოსიანი დაიღუპა.

თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. შეიარაღებულმა ჯგუფმა, რომელსაც ერევანში საპატრულო–საგუშაგო სამსახურის პოლკის შენობა აქვს აღებული, ცეცხლი გახსნა, რის შედეგად პოლიციელი დაიღუპა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სომხეთის პოლიციის პრეს–სამსახურის ხელმძღვანელის აშოტ აგაროიანის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

„რამდენიმე წუთის წინ საპატრულო–საგუშაგო სამსახურის პოლკის შენობიდან ცეცხლი გახსნეს. შედეგად დაიღუპა პოლიციის ჯარის მოსამსახურე, 1986 წელს დაბადებული იურა ტეპანოსიანი, რომელიც ავტომობილში, 350–400 მეტრის დაშორებით იმყოფებოდა“, – დაწერა აგარონიანმა „ფეისბუქის“ გვერდზე.

დემონსტრანტების დაშლა სარი ტახში - Sputnik საქართველო
ერევანში არეულობების მოწყობისთვის 26 ადამიანი დააპატიმრეს

სომხეთის უშიშროების სამსახურმა შეიარაღებულ ჯგუფს იარაღის დაყრა მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში სპეცრაზმი მიიღებს უფლებას, გაუფრთხილებლად გახსნას ცეცხლი და გააუვნებელყოს ნებისმიერი შეიარაღებული ადამიანი. გარდა ამისა, პოლკის ტერიტორიაზე შეღწევის ნებისმიერი მცდელობა შეფასდება, როგორც ტერორიზმის ხელშეწყობა.

ტეპანოსიანი პოლკის შენობის აღების დღიდან დაღუპული მეორე პოლიციელია, პირველი პოლკოვნიკი არტურ ვანოიანი იყო.

შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი 17 ივლისს სომხეთის საპატრულო–საგუშაგო სამსახურის პოლკის ტერიტორიაზე შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ისინი მოითხოვენ სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარქისიანის გადაგომასა და რადიკალური ოპოზიციური ორგანიზაცია „დამფუძნებელი პარლამენტის“ ლიდერის ჟირაირ სეფილიანის განთავისუფლებას, რომელიც იარაღის უკანონო შეძენა–შენახვაშია ბრალდებული. შენობის აღების დროს ერთი პოლიციელი დაიღუპა, ექვსი, მათ შორის ხუთი პოლიციელი, დაიჭრა. ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შედეგად 23 ივლისს შეიარაღებულმა ჯგუფმა ბოლო ოთხი მძევალი გაათავისუფლა. ეს ტერიტორია პოლიციის მიერ ორი მხრიდან გარშემორტყმულია.

ერევანში, მოვსეს ხორენაცის ქუჩაზე 17 ივლისიდან საპროტესტო აქცია იმართება. მისი მონაწილეები საღამოობით პოლიციის ალყის წინ პიკეტს მართავდნენ, რათა მათთვის შეიარაღებული ჯგუფის წინააღმდეგ სპეცოპერაციის ჩატარებისთვის შეეშალათ ხელი. პარასკევს, პროტესტის მორიგი აქციის შემდეგ პოლიციამ მომიტინგეები დაშალა და ადამიანები დააკავა.


ყველა ახალი ამბავი
0