ერევანში არეულობების მოწყობისთვის 26 ადამიანი დააპატიმრეს

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsდემონსტრანტების დაშლა სარი ტახში
დემონსტრანტების დაშლა სარი ტახში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულები ეჭვმიტანილი არიან მასობრივ არეულობაში მონაწილეობაში. ამ არეულობის შედეგად წუხელ ღამით საავადმყოფოებში 60–მდე ადამიანი მოათავსეს.

თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. ერევანში ხორენაცის ქუჩასა და სარი ტახის რაიონში არეულობისთვის სომხეთის პოლიციის მიერ დაკავებული 165 ადამიანიდან 26 დააპატიმრეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სომხეთის პოლიციაზე დაყრდნობით. 

„165 დაკავებულიდან 26 დაპატიმრებულია, დანარჩენი – გათავისუფლებული“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გუშინ ღამით ერევანში პოლიციამ საპატრულო–საგუშაგო სამსახურის შეიარაღებული დაჯგუფების მიერ აღებული შენობის გარშემო ტერიტორიაზე დემონსტრაცია დაშალა. დაშლის შედეგად 60–მდე ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.

დაშავებულები დემონსტრაციის დაშლის შემდეგ - Sputnik საქართველო
ერევანში აქციის დარბევის შემდეგ 60–მდე ადამიანი საავადმყოფოებში მოათავსეს

შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი 17 ივლისს სომხეთის საპატრულო–საგუშაგო სამსახურის პოლკის ტერიტორიაზე შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ისინი მოითხოვენ სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარქისიანის გადაგომასა და რადიკალური ოპოზიციური ორგანიზაცია „დამფუძნებელი პარლამენტის“ ლიდერის ჟირაირ სეფილიანის განთავისუფლებას, რომელიც იარაღის უკანონო შეძენა–შენახვაშია ბრალდებული. შენობის აღების დროს ერთი პოლიციელი დაიღუპა, ექვსი, მათ შორის ხუთი პოლიციელი, დაიჭრა. ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შედეგად 23 ივლისს შეიარაღებულმა ჯგუფმა ბოლო ოთხი მძევალი გაათავისუფლა. ეს ტერიტორია პოლიციის მიერ ორი მხრიდან გარშემორტყმულია.

ერევანში, მოვსეს ხორენაცის ქუჩაზე 17 ივლისიდან საპროტესტო აქცია იმართება. მისი მონაწილეები საღამოობით პოლიციის ალყის წინ პიკეტს მართავდნენ, რათა მათთვის შეიარაღებული ჯგუფის წინააღმდეგ სპეცოპერაციის ჩატარებისთვის შეეშალათ ხელი. პარასკევს, პროტესტის მორიგი აქციის შემდეგ პოლიციამ მომიტინგეები დაშალა და ადამიანები დააკავა.


ყველა ახალი ამბავი
0