ერევანში აქციის დარბევის შემდეგ 60–მდე ადამიანი საავადმყოფოებში მოათავსეს

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsდაშავებულები დემონსტრაციის დაშლის შემდეგ
დაშავებულები დემონსტრაციის დაშლის შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარასკევს ღამით პოლიციელებმა ერევანში საპატრულო–საუშაგო სამსახურის შენობასთან საპროტესტო აქცია დაშალეს.

თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. ერევანში პოლიციის მიერ საპატრულო–საგუშაგო სამსახურის შეიარაღებული დაჯგუფების მიერ აღებული შენობის გარშემო ტერიტორიაზე დემონსტრაციის დაშლის შედეგად 60–მდე ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, იუწყება „Sputnik სომხეთი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრეს–მდივნის ანაით აიტაიანის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

„სამედიცინო ცენტრში „სურბ გრიგორ ლუსავორიჩი“ მიყვანილია 42 დაშავებული. ორის მდგომარეობა მძიმეა. ერთს თვალებზე ოპერაციას უკეთებენ, მეორეს დამწვრობაზე მკურნალობენ. განიხილება მისი სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანის საკითხი. „ერებუნის“ საავადმყოფოში 12 დაზარალებულია მოთავსებული. ერთის მდგომარეობა მძიმეა“, – აღნიშნულია აიტაიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თავდასხმა პოლიციაზე ერევანში - Sputnik საქართველო
ერევანში ყველა მძევალი თავისუფალია

მისი განცხადებით, სამედიცინო ცენტრ „ერებუნში“ ასევე იმყოფება ხუთი დაშავებული პოლიციელი, მათგან ერთი ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი მუცლის არეში.

შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი 17 ივლისს სომხეთის საპატრულო–საგუშაგო სამსახურის პოლკის ტერიტორიაზე შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ისინი მოითხოვენ სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარქისიანის გადაგომასა და რადიკალური ოპოზიციური ორგანიზაცია „დამფუძნებელი პარლამენტის“ ლიდერის ჟირაირ სეფილიანის განთავისუფლებას, რომელიც იარაღის უკანონო შეძენა–შენახვაშია ბრალდებული. შენობის აღების დროს ერთი პოლიციელი დაიღუპა, ექვსი, მათ შორის ხუთი პოლიციელი, დაიჭრა. ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შედეგად 23 ივლისს შეიარაღებულმა ჯგუფმა ბოლო ოთხი მძევალი გაათავისუფლა. ეს ტერიტორია პოლიციის მიერ ორი მხრიდან გარშემორტყმულია.

ერევანში, მოვსეს ხორენაცის ქუჩაზე 17 ივლისიდან საპროტესტო აქცია იმართება. მისი მონაწილეები საღამოობით პოლიციის ალყის წინ პიკეტს მართავდნენ, რათა მათთვის შეიარაღებული ჯგუფის წინააღმდეგ სპეცოპერაციის ჩატარებისთვის შეეშალათ ხელი. პარასკევს, პროტესტის მორიგი აქციის შემდეგ პოლიციამ მომიტინგეები დაშალა და ადამიანები დააკავა.


ყველა ახალი ამბავი
0