კონდრაბანდის ბრალდებით ერევანი-თბილისი-ბათუმის მატარებლის უფროსი დააკავეს

CC BY-SA 2.0 / Keith Allison / handcuffsეჭვიტანილის დაკავება
ეჭვიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
უაქციზო სიგარეტი სომხეთიდან საქართველოში სისტემატურად შემოჰქონდათ.

თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. დიდი რაოდენობით უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული არიან ერევანი-თბილისი-ბათუმის მატარებლის უფროსი გერასიმ ავეტისიანი და  ამავე მატარებლის გამცილებელი გეხამ კოსემიანი, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრეს–სამსახური

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
საქართველოში კონტრაბანდული სომხური კონიაკის რეალიზატორები დააკავეს

ბრალდებულებს ერევანი-თბილისი-ბათუმის მატარებლით საქართველოს ტერიტორიაზე სისტემატურად და მალულად შემოჰქონდათ უაქციზო თამბაქოს ნაწარმი, რომლის რეალიზაციას ქალაქ ბათუმში ახდენდნენ. საგამოძიებო სამსახურმა ერთ-ერთი ასეთი რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა და ბრალდებულები, 1000 კოლოფი "ვინსტონისა" და "ქემელის" მარკის უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის დროს დააკავა. უწყება არ აზუსტებს, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან დაკავებულები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე — 200 მუხლის მე — 2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით.

წელს ეს თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებით ჩადენილი რიგით მეხუთე დანაშაულია. 

ყველა ახალი ამბავი
0