თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. ძვირადღირებული სომხური კონიაკის უაქციზოდ რეალიზაციის ფაქტზე საქართველოს ფინანსტა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ოთხი პირი დააკავა.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ — სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა - რეალიზაციის ფაქტზე, მოქალაქეები ვლადიმერ სააკოვი, ელბრუს ოგანესიანი, ნიკოლოზ გულუაშვილი და არამ ხალიფიანი დააკავა“, — ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ განახორციელეს დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული, ძვირადღირებული სომხური წარმოების კონიაკის რეალიზაცია.
ბრალდებულებს 6 — დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.