საქართველო რუსეთში სულგუნის ექსპორტის დაწყებას გეგმავს

© photo: Sputnik / Фред Гринберг / გადასვლა მედიაბანკშისულგუნი
სულგუნი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული ტრადიციული ყველის მწარმოებლებს რუსულ ბაზარზე გასვლა სურთ.

თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. ყველის ქართველი მწარმოებლები რუსეთში სულგუნის ექსპორტით არიან დაინტერესებული, განაცხადა საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ ჩეკურაშვილმა „როსსელხოზნადზორის“ ხელმძღვანელ სერგეი დანკვერტთან შეხვედრისას.

ჩეკურაშვილმა „როსსელხოზნადზორს“ უკვე მიმართა თხოვნით, ჩატარდეს იმ ქართული რძის პროდუქტების მწარმოებელი საწარმოების შემოწმება, რომლებიც რუსეთში ყველის ექსპორტით არიან დაინტერესებული.

ქართული ყველის ასორტი - Sputnik საქართველო
ტენილი, ჩოგი, კალტი... რვა ათასი წლის ისტორია და ჭაჭაში დამალული ყველი

„გარდა ამისა, ის დაინტერესებულია პირდაპირი კონტაქტების დამყარებით საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოსა და „როსსელხოზნადზორის“ რეფერენტულ ლაბორატორიებს შორის“, – აღნიშნულია „როსსელხოზნადზორის“ პრეს–სამსახურის განცხადებაში.

შეხვედრისას მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ქართული მცენარეული პროდუქციის რუსეთში მიწოდებისას პრობლემები არ არის, აღნიშნეს უწყებაში.

დარკვერტმა და ჩეკურაშვილმა ასევე იმსჯელეს საქართველოში რუსული მარცვლეულის, რძის პროდუქციისა და პირუტყვის მიწოდების საკითხებზე.

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში 84%-ით გაიზარდა

„ზურაბ ჩეკურაშვილმა შენიშნა, რომ რუსული პირუტყვი უფრო მდგრადია ამიერკავკასიაში გავრცელებული დაავადებების მიმართ, ვიდრე ევროპული ჯიშის საქონელი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად ტრადიციული ქართული სულგუნი რუსეთში ძნელად იშოვება. სულგუნის ყიდვა შესაძლებელია, მაგრამ მას ბელარუსსა და ადიღეის რესპუბლიკაში ამზადებენ.

საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის რუსეთს, 2016 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, კანადისა და თურქეთის შემდეგ, მესამე ადგილი უკავია. 


ყველა ახალი ამბავი
0