ერევანში მასობრივ არეულობაში მონაწილეობისთვის 165 ადამიანი დააკავეს

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsდემონსტრაციის დაშლა სარი ტახში
დემონსტრაციის დაშლა სარი ტახში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულები ეჭვმიტანილი არიან მასობრივ არეულობაში მონაწილეობაში. ამ არეულობის შედეგად წუხელ ღამით საავადმყოფოებში 60–მდე ადამიანია მოთავსებული.

თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. ერევანში ხორენაცის ქუჩასა და სარი ტახის რაიონში არეულობისთვის სომხეთის პოლიციამ 165 ადამიანი დააკავა.

„ერევნის პოლიციის განყოოფილებებში მასობრივ არეულობაში მონაწილეობაში ეჭვმიტანილი 165 ადამიანი მიიყვანეს“, – განუცხადეს საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ სომხეთის პოლიციაში.

გუშინ ღამით ერევანში პოლიციამ საპატრულო–საგუშაგო სამსახურის შეიარაღებული დაჯგუფების მიერ აღებული შენობის გარშემო ტერიტორიაზე დემონსტრაცია დაშალა. დაშლის შედეგად 60–მდე ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.

დაშავებულები დემონსტრაციის დაშლის შემდეგ - Sputnik საქართველო
ერევანში აქციის დარბევის შემდეგ 60–მდე ადამიანი საავადმყოფოებში მოათავსეს

შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი 17 ივლისს სომხეთის საპატრულო–საგუშაგო სამსახურის პოლკის ტერიტორიაზე შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ისინი მოითხოვენ სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარქისიანის გადაგომასა და რადიკალური ოპოზიციური ორგანიზაცია „დამფუძნებელი პარლამენტის“ ლიდერის ჟირაირ სეფილიანის განთავისუფლებას, რომელიც იარაღის უკანონო შეძენა–შენახვაშია ბრალდებული. შენობის აღების დროს ერთი პოლიციელი დაიღუპა, ექვსი, მათ შორის ხუთი პოლიციელი, დაიჭრა. ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შედეგად 23 ივლისს შეიარაღებულმა ჯგუფმა ბოლო ოთხი მძევალი გაათავისუფლა. ეს ტერიტორია პოლიციის მიერ ორი მხრიდან გარშემორტყმულია.

ერევანში, მოვსეს ხორენაცის ქუჩაზე 17 ივლისიდან საპროტესტო აქცია იმართება. მისი მონაწილეები საღამოობით პოლიციის ალყის წინ პიკეტს მართავდნენ, რათა მათთვის შეიარაღებული ჯგუფის წინააღმდეგ სპეცოპერაციის ჩატარებისთვის შეეშალათ ხელი. პარასკევს, პროტესტის მორიგი აქციის შემდეგ პოლიციამ მომიტინგეები დაშალა და ადამიანები დააკავა.

ყველა ახალი ამბავი
0