უსუფაშვილი ხელისუფლების ხუთი შტოს სამუშაო შეხვედრების ინიციატივას აყენებს

© FB/Давид Усупашвилиდავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით უსუფაშვილი თვლის, რომ ასეთი სამუშაო ფორმატი, მნიშვნელოვანი საკითხების ზედმეტი პოლიტიზირებისა და სპეკულაციების პრობლემას მოხსნის.

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, საკოსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ დროში, სამუშაო შეხვედრების ფორმატის შექმნა შესთავაზა. 

„ვთავაზობ ბატონ პრეზიდენტსაც, ბატონ პრემიერმინისტრსაც, ქალბატონ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ბატონ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დროში, შევქმნათ ფორმატი სამუშაო ვითარებაში შეხვედრების — ანუ ხელისუფლების ხუთივე შტო, რომელიც ვიმსჯელებთ ინსტიტუციურ გარემოზე, პოლიტიკური თავისუფლებისთვის, ინტიტუტების თავისუფალი მუშაობისთვის და ეს საშუალებას მოგვცემს საკითხებს სწრაფად და ეფექტურად გავუმკლავდეთ და თავიდან ავიცილოთ ზედმეტი სპეკულაციები და პოლიტიზება. საჭიროა პოლიტიკური პროცესებისადმი რაც შეიძლება მაღალი ნდობის უზრუნველყოფა და ამისთვის ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და თუ კი რაიმე კითხვებია, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაეცეს პაუხი“,- განაცხადა უსუფაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო
სკანდალი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ

დავით უსუფაშვილის ინიციატივა კარგი ინიციატივაა — განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა გია ვოლსკიმ.

“რაც შეიძლება მეტი კონსულტაცია, შეხვედრები კოლეგებთან, სხვადასხვა სახელისუფლო შტოების ხელმძღვანელებთან — ეს შეესაბამება იმ ინტერესს, რასაც სახელმწიფო ინტერესი ჰქვია, თუ რომელიმე არ გადაწყვეტს, რომ შეხვედრები პოლიტიკური სკანდალისთვის ან პოლიტიკური ინსინუაციებისათვის გამოიყენოს“, — განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ. 

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი პაპუაშვილი უკვე შეხვდა საქარტველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს და უამბო მათ მოსამართლეებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ. 

საქართველოს პროკურატურამ პაპუაშვილის განცხადებაზე უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე და ხუთშაბათს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ნაწილმა  მისცა ჩვენება.


ყველა ახალი ამბავი
0