პრემიერმა დააკმაყოფილა თავდაცვის მინისტრის თხოვნა გადადგომაზე

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთინათინ ხიდაშელი
თინათინ ხიდაშელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თინა ხიდაშელი მინისტრის პოსტზე 1 აგვისტომდე დარჩება.

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. საქართველოა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის თხოვნა, იტყობინება ტელეკომპანია „რუსთავი 2“. 

ხუთშაბათს დღის მეორე ნახევარში, მინისტრებმა პრემიერ-მინისტრს 1 აგვისტოდან თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართეს.

თინა ხიდაშელი - Sputnik საქართველო
თავდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს
 

ხიდაშელი და ზაქარეიშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები არიან, რომელიც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნებისაგან“ დამოუკიდებლად აპირებს კენჭისყრას. 

ვინ დაიკავებს მინისტრთა კაბინეტში გამოთავისუფლებულ სავარძლებს, ჯერჯერობით უცნობია. 

 

ყველა ახალი ამბავი
0