თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს მიმართა მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან გაათავისუფლოს იგი დაკავებული თანამდებობიდან.
„დღეს, დღის მეორე ნახევარში, თავდაცვის მინისტრმა მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების შესაბამისად პრემიერს თხოვნით მიმართა, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება 1 აგვისტოდან მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, — ციტირებს საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი —გრუზია“ თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს თამუნა კაციტაძეს.
დააკმაყოფილებს თუ არა ხიდაშელის ამ თხოვნას პრემიერ-მინისტრი — ჯერჯერობით უცნობია. 1 აგვისტომდე თინა ხიდაშელი თავის თანამდებობას ინარჩუნებს.
თინა ხიდაშელი რესპუბლიკური პარტიის წევრია, რომელიც ბოლო დრომდე „ქართული ოცნების“ კოალიციაში შედიოდა.
„რესპუბლიკელებს“ თავდაპირველად მინისტრთა კაბინეტში სამი წარმომადგენელი ჰყავდათ — თინა ხიდაშელი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი.
უცნობია მიმართა თუ არა პრემიერს ასევე გადადგომის მოთხოვნით პაატა ზაქარეიშვილმა. რაც შეეხება გიგლა აგულაშვილს, მან პარტიიდან გასვლა და თავის პოსტზე დარჩენ გადაწყვიტა.