ბურჭულაძის პარტიის წევრები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

© photo: Sputnik / Andrei Starostinმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში 25 ივლისის ღამეს სამადაშვილი და დუაძე პარტიის ერთ-ერთ ოფისთან პოლიციელებთან შეხლა-შემოხლის შემდეგ დააკავეს.

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო პაატა ბურჭულაძის პარტიის „მოძრაობა — სახელმწიფო ხალხისათვის“ წევრი მურაზ სამადაშვილი 600 ლარით დააჯარიმეს, ხოლო კახაბერ დუაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსგან სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო.

თბილისში 25 ივლისის ღამეს სამადაშვილი და დუაძე პარტიის ერთ-ერთ ოფისთან პოლიციელებთან შეხლა-შემოხლის შემდეგ დააკავეს.

ოფიციალური ვერსიით, პოლიციამ ავტომობილი მძღოლის ალკოჰოლზე შემოწმების მიზნით გააჩერა. ალკოტესტერმა მძღოლის სიმთვრალე არ დაადასტურა, რის შემდეგაც მგზავრებმა — სამადაშვილმა და დუაძემ პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენეს.

პოლიცია - Sputnik საქართველო
ბურჭულაძის პარტია პროვოკაციაში პოლიციას სდებს ბრალს

სამართალდამცველებმა რამდენჯერმე სთხოვეს მგზავრებს დამშვიდება, მაგრამ ბურჭულაძის პარტიის წევრები არ დაემორჩილნენ მათ მოთხოვნას, რის გამოც საბოლოოდ დააკავეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით.

მოგვიანებით შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრები ინტერნეტითაც გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ აყენებენ სამადაშვილი და დუაძე შეურაცხყოფას პოლიციელებს.

პარტიამ „მოძრაობა — სახელმწიფო ხალხისათვის“ მომხდარში პოლიცია დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მათი თანაპარტიელები იძულებით გადაიყვანეს მანქანიდან, სცემეს და ამის შემდეგ დააკავეს.

ყველა ახალი ამბავი
0