ბურჭულაძის პარტია პროვოკაციაში პოლიციას სდებს ბრალს

© photo: Sputnikპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრები, რომლებიც პოლიციის თანამშრომლების დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს, აცხადებენ, რომ პოლიციამ დაპირისპირების პროვოცირება მოახდინა. შსს აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.

თბილისი, 25 ივლისი  – Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა მურაზ ს. და კახაბერ დ. სამართალდამცავებზე დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს, ორივე მათგანი პაატა ბურჭულაძის პარტია „მოძრაობა — სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრები აღმოჩნდნენ, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.

დაკავება თბილისში გასულ ღამით მოხდა, რომელსაც წინ პოლიციის თანამშრომლებთან სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

„სამართალდამცველებისთვის მათი პოლიტიკური კუთვნილების შესახებ ცნობილი არ იყო, თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პოლიტიკური კუთვნილება არც ერთ პირს სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს", — ნათქვამია განცხადებაში.

ოფიციალური ვერსიის თანახმად, პოლიციამ ავტომანქანა  ალკოტესტზე მძღოლის შემოწმების მიზნით გააჩერა.  მძღოლს ალკოჰოლური თრობა არ დაუდგინდა. მას შემდეგ, რაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა პრევენციული შემოწმება დაასრულეს, ავტომანქანის მგზავრებმა — მურაზ ს.-მ და კახაბერ დ.-მ სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

სამართალდამცველებმა მათ სიმშვიდისკენ რამდენჯერმე მოუწოდეს, თუმცა ბურჭულაძის პარტიის წევრები სამართალდამცველების მოთხოვნებს არ დამორჩილდნენ და ორივე მათგანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს.

პოლიცია - Sputnik საქართველო
შსს: ბურჭულაძის პარტიის ოფისის გაქურდვის საქმე გახსნილია

სასამართლო, სავარაუდოდ დღეს გაიმართება. მათ 400 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა ან ერთიდან ექვს თვემდე ვადით გამოსასწორებელი სამუშაო და ხელფასის 20%-ის ოდენობით დაქვითვა ემუქრებათ.

პარტია „ მოძრაობა — სახელმწიფო ხალხისთვის“ მომხდარში სამართალდამცველებს ადანაშაულებს და მათ პროვოკაციულ ქმედებებზე მიანიშნებს.

„ოფისიდან სამი ავტომობილი გავიდა, რომლებშიც ჩვენი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები იმყოფებოდნენ. პოლიციამ ისინი გააჩერა, გაჩხრიკა და გაუშვა. ამის შემდეგ ორი ავტომობილი გააჩერა და ისინიც ანალოგიურად შეამოწმა. მანქანაში ჩვენი ხელმძღვანელის ნათესავები ისხდნენ. პატრულის თანამშრომლები პროვოკაციულად, მიზანმიმართულად ახორციელებდნენ ზეწოლას ამ ადამიანებზე, აიძულეს მანქანიდან გადმოსვლა, სცემეს და დააკავეს“, — განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში პარტიის წევრმა ნიკოლოზ მაისურაძემ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პატრულის თანამშრომლებსა და დაკავებულების დაპირისპირებისას დაზიანდა ბურჭულაძის პარტიის კუთვნილი ავტომობილი.

მომხდართან დაკავშირებით,  გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0