ირანი საქართველოში გაზის ექსპორტირებას მოახდენს

© photo: Sputnik / STRINGERირანიდან საქართველოში სომხეთის გავლით გაზის საცდელი მოწოდებით მოხდება ირანული გაზის ევროპაში გატანის მარშრუტის ტესტირება.
ირანიდან საქართველოში სომხეთის გავლით გაზის საცდელი მოწოდებით მოხდება ირანული გაზის ევროპაში გატანის მარშრუტის ტესტირება. - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირანიდან სომხეთის გავლით საქართველოში გაზის საცდელი მოწოდებით ირანული გაზის ევროპაში გატანის მარშრუტის ტესტირება მოხდება.

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ირანმა საცდელი შეთანხმება გააფორმა საქართველოში გაზის ექსპორტზე სომხეთის ტერიტორიის გავლით, განახცადა ირანის ნავთობის მინისტრმა ბიჯან ზანგანემ სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან ლევონ იოლიანთან შეხვედრის შემდეგ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სომხურ სააგენტო News.am.-ზე დაყრდნობით. 

ირანული გაზი სომხეთის ტერიტორიას გაივლის. თეირანი აპირებს ახალი მარშრუტით განახორციელოს გაზის ტრანსპორტირება ევროპაში. 

2015 წლის მაისში თეირანში შედგა საქართველო-ირანის სამთავრობოთაშორისი კომისიის სხდომა, რომლის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს გავლით ირანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირების მიზანშეწონილობის პროექტის შემუშავებაზე. 

გაზპრომი - Sputnik საქართველო
ქართულმა კომპანიამ ბუნებრივი აირის მოწოდებაზე „გაზპრომთან“ კონტრაქტი გააფორმა

საქართველოში გაზზე მოთხოვნის ზრდის გათვალისწინებით საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე აქტიურად აწარმოებდა მოლაპარაკებებს როგორც აზერბაიჯანთან, ისე ირანთან. მაგრამ აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR-ის წინადადებები უფრო მისაღები აღმოჩნდა. მხარეებმა უკვე მოაწერეს ხელი 2011 წლის მემორანდუმში ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, საქართველოში გაზის მოწოდება გაიზრდება, ხოლო ფასები შემცირდება. 

რუსულ გაზს საქართველო არ ყიდულობს 2007 წლიდან. იგი 10%-იანი წილის სახით მიეწოდება საქართველოს, როგორც სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასური.

ყველა ახალი ამბავი
0