ქართულმა კომპანიამ ბუნებრივი აირის მოწოდებაზე „გაზპრომთან“ კონტრაქტი გააფორმა

© photo: Sputnik / Рамиль Ситдиков / გადასვლა მედიაბანკში"გაზპრომი"
გაზპრომი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„გაზპრომი“ ქართულ კომპანიას ქვეყნის ტერიტორიაზე მისი შემდგომი რეალიზებისთვის 100 მილიონ კუბომეტრამდე ბუნებრივ აირს მიაწვდის.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ქართულმა კომპანია „გაზკო+“-მა და „გაზპრომმა“, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოში ბუნებრივი აირის მოწოდებაზე კონტრაქტი გააფორმეს, აღნიშნულია რუსული კომპანიის განცხადებაში.

კონტრაქტს ხელი მოაწერეს საჯარო სააქციო საზოგადოება „გაზპრომის“ მმართველობის თავმჯდომარემ ალექსეი მილერმა და შპს „გაზკო+“-ის კომერციულმა დირექტორმა გიორგი მამალაძემ.

გაზგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობამ „გაზპრომთან“ ხელშეკრულება დაამტკიცა

დოკუმენტის თანახმად, 2016 წელს „გაზპრომი“ საქართველოში კომპანია „გაზკო+“-ს ჯამურად 100 მილიონამდე კუბომეტრ ბუნებრივ აირს მოაწვდის. ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 2016 წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობით.

გაზის ჰოლდინგის ინფორმაციით, „გაზპრომმა“ საქართველოს (კომპანია შპს „ჯეოტრანსგაზს“) 2015 წელს 0,3 მილიარდი კუბომეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდა.

შპს „გაზკო+“ ქართული ენერგოკომპანიაა, რომელიც ბუნებრივი აირის შესყიდვითა და მისი საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზებით არის დაკავებული.

საქართველოში ბუნებრივი აირის ძირითადი იმპორტიორი აზერბაიჯანია. ამას გარდა საქართველო გაზს რუსეთიდან სომხეთისთვის მიწოდებული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ იღებს, რაც ქვეყნის მთლიანი მოხმარების დაახლოებით 12%-ს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0