ნაპოვნია გოგონა, რომელსაც ქუთაისში ეძებდნენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliქუთაისი
ქუთაისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძებნაში ჩართული იყვნენ პოლიციის ქვედანაყოფები, სასწრაფო სამედიცინო სამსახური და საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს თანამშრომლები.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. გოგონა, რომელსაც 25 ივლისიდან ეძებდნენ პოლიციის თანამშრომლები, ქუთაისში უვნებელი იპოვეს, უთხრეს საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი გრუზიას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში. 

თავდაპირველად გოგონას ახლობლები ფიქრობდნენ, რომ ის ვიღაცამ ბათუმში წაიყვანა. 

ამჟამად დეტალები დგინდება.

პოლიცია - Sputnik საქართველო
თბილისში 16 წლის გოგონა უგზო-უკვლოდ დაიკარგა
 

აღსანიშნავია, რომ ოთხშაბათს ქობულეთში პოლიციელებმა ასევე უვნებლად იპოვეს სოფელ ჭუბერის ორი მკვიდრი გოგონა, რომლებიც რამდენიმე დღის წინ დაიკარგნენ. საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ერთი 12 წლისაა, მეორე კი 16-ის. არის ვარაუდი, რომ გოგონები რომელიღაც სექტის წევრები არიან და ნებით დატოვეს სახლი. 

ამავე დროს პოლიცია 24 ივლისიდან ამ დრომდე ეძებს ბათუმში 25 წლის საქართველოს მოქალაქეს დავით მღებრიშვილს. 

შსს იტყობინება, რომ ბათუმში, შავ ზღვაში მაშველებმა მამაკაცის გვამი იპოვეს. ეკუთვნის თუ არა იგი დავით მჭედლიშვილს, პოლიციას ამის დაზუსტება არ შეუძლია. 

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 115-ე მუხლით – „თვითმკვლელობამდე მიყვანა“. 

ყველა ახალი ამბავი
0