თბილისი, 24 მაისი — Sputnik. პოლიცია ნათია გურასპაშვილის ძებნას ამ დრომდე აგრძელებს, რომელიც 21 მაისს თბილისში დაიკარგა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ საქართველოს შსს-ს თანამშრომლის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ინფორმაცია გოგონას გაუჩინარების შესახებ ნათესავებმა და ახლობლებმა 22 მაისს სოციალური ქსელით გაავრცელეს. ბოლოს ნათია 21 მაისს, დილის 11 საათზე, სახლიდან გამოსვლისას ნახეს.
იმ შემთხვევაში, თუ ნათიას შესახებ ვინმეს რაიმე ინფორმაცია ექნება, ახლობლები სთხოვენ, ტელეფონის ამ ნომერზე დაუკავშირდნენ: +995 599 63 04 05.
როგორც ქართული მედიასაშუალებები იუწყებიან, გოგონას მეტყველებასთან, ასევე სმენასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.
ამ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის მუხლით „თავისუფლების უკანონო აღკვეთა“, რაც ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.