"ქართული ოცნების" წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დაპირება მოსახლეობას

© Администрация курорта Нуниси კურორტი
კურორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცოტნე ზურაბიანი თვლის, რომ წყალტუბოში ყველაზე დიდი პრობლემა დასაქმებაა და ამ პრობლემის გასაღები რაიონის ტურისტული პოტენციალის ამაღლებაშია.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. წყალტუბოში ყველაზე დიდი პრობლემა დასაქმებაა, განაცხადა „ქართული ოცნების“ წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ცოტნე ზურაბიანმა Sputnik-თან საუბრისას.

„ჩვენ ვმუშაობთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება სხვადასხვა სამინისტროების მიერ. გარდა ამისა, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გადადგა, ტურიზმის განვითარების კონცეფციაზე მუშაობაა. ჩვენ შევქმნით ყველა პირობას იმისთვის, რათა წყალტუბოს ტურისტული პოტენციალი მაქსიმალურად იქნას ათვისებული", — აღნიშნა ზურაბიანმა.

წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ერთ-ერთი დაპირება მისი არჩევის შემთხვევაში მოსახლეობასთან ძალიან ინტენსიური კომუნიკაციაა. 

„აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირება იმ სერვისების შესახებ, რომელთაც მათ სახელმწიფო სთავაზობს“, — მიაჩნია ზურაბიანს. 

წყალტუბოს ბალნეოლოგიური ცენტრი - Sputnik საქართველო
წყალტუბოს ბალნეოლოგიური კურორტის რეაბილიტაციის პროექტი სრულდება

საარჩევნო გარემოს რაც შეეხება, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის აზრით, 2012 წელთან შედარებით ის რადიკალურად შეცვლილია. 

„ჩვენ შორს ვართ იმ ძალადობისგან, რაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმისთვის იყო დამახასიათებელი და რომლის წინააღმდეგაც ვიბრძოდით. ადამიანებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ და ამას მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს. ჩვენთვის ასევე პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი პოლიტიკური ძალის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ მოხდეს“, – განაცხადა ზურაბიანმა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წყალტუბოს მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცოტნე ზურაბიანი გასულ კვირას წარუდგინა.

ყველა ახალი ამბავი
0