თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ გურიაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
ოზურგეთში დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, ხოლო ჩოხატაურსა და ლანჩხუთში — ამჟამინდელი დეპუტატი თემურ ჭკუასელი.
კანდიდატები გურიის მოსახლეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა.
„როდესაც საქმე ჩვენს სამშობლოს ეხება, ყველანი ერთად უნდა დავდგეთ, აქ ორი აზრი არ არსებობს. „ქართული ოცნებაა“ სწორედ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც დღეს შეუძლია საზოგადოების გაერთიანება უმთავრესი პრინციპების გარშემო. მე ეს მტკიცედ მწამს და ამიტომაც ვარ ამ პარტიის სათავეში“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება