თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“, საპარლამენტო არჩევნებისთვის დეპუტატების კანდიდატების შერჩევისას, ყურადღების გამახვილება განათლებასა და გენდერულ თანასწორობაზე გადაწყვიტა.
15 კანდიდატიდან რვა ქალია. ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, საგურამოში წარადგინა.
კანდიდატების უმრავლესობას განათლება საზღვარგარეთ აქვს მიღებული ან უცხოეთში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
„ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიაში შევიდნენ:
თამარ ჩუგოშვილი — პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარე
გიორგი გახარია — ინტელექტუალური კლუბის „რა? სად? როდის?“ წევრი
ირაკლი კობახიძე — პარტიის აღმასრულებელი მდივანი
აკაკი ზოიძე — ექიმი
არჩილ თალაკვაძე — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
თამარ გულორდავა — სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე
ირინე ფრუიძე — ინტელექტუალური კლუბის „რა? სად? როდის?“ წევრი
კახა კუჭავა — Caucasus Minerals-ის დამფუძნებელი
მამუკა მდინარაძე — ადვოკატი, ფირმის „მდინარაძე და ადვოკატები“ მფლობელი
მარიამ ჯაში — საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი
ნინო გოგუაძე — საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „კონსერვატორების“ წევრი
რომან კაკულია — ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომელი
სოფო კილაძე — შსს-ს აკადემიის პრორექტორი
სოფო ქაცარავა — დიდი ბრიტანეთის საელჩოს ყოფილი პოლიტიკური მდივანი
სოფო ჯაფარიძე — პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გენდერულ საკითხებში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდება.