„კონსერვატორები“ არჩევნებში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მიიღებენ მონაწილეობას

გამოწერა
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა განაცხადა, რომ მისი პარტია არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას არ აპირებს. ამჟამად მმართველ კოალიციაში ორი პარტია – „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და „კონსერვატიული პარტია“ დარჩა.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოსთან“ ერთად მიიღებს, განაცხადა „კონსერვატორების“ ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა.

„საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად არ მიიღებს, ის მონაწილეობას მიიღებს „ქართულ ოცნებასთან“ ერთად“, — განაცხადა ძიძიგურმა ტელეარხ „TV პირველის“ ეთერში.

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
„რესპუბლიკელებისა“ და „ოცნების“ კავშირი დასასრულს მიუახლოვდა

მას არ დაუზუსტებია, რა ფორმატში ითანამშრომლებენ პარტიები.

„ქართული ოცნების“ კოალიცია დიდი ხანია პრაქტიკულად დაიშალა, მასში შემავალმა პარტიებმა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად გადაწყვიტეს. სამშაბათს პარლამენტის თავჯდომარემ, რესპუბლიკელმა დავით უსუფაშვილმა ოფიციალურად განაცხადა, რომ კოალიციური თანამშრომლობა დასრულდა.

უფრო ადრე ქვეყნის პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა არჩევნებამდე კოალიციის შექმნა გამორიცხა.

ყველა ახალი ამბავი
0