ხიდაშელმა სექს-სკანდალის თაობაზე განცხადება გააკეთა

© facebook.com/mod.gov.ge Сайт Министерства обороныთინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავდაცვის მინისტრის თქმით, ვიდეო, რომელშიც სინამდვილეში მსახიობები მონაწილეობდნენ, მისი თხოვნის მიუხედავად მაინც ამოიღეს ინტერნეტსივრციდან.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ სექსუალური ხასიათის ვიდეოკადრებში, რომლებიც ინტერნეტით გავრცელდა და სადაც თითქოს ის მონაწილებდა, სინამდვილეში მსახიობები მონაწილეობდნენ.

მარტის დასაწყისიდან Youtube-ზე სამჯერ გავრცელდა ქართველი პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი სექსუალური ხასიათის ვიდეოკადრები. აღნიშნულზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიებაში ჩართულია აშშ-ის ძიების ფედერალური ბიუროც, თუმცა კადრების გამავრცელებლის ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის.

„ეს ვიდეო იყო მსახიობების დადგმული. მისი ტირაჟირება აქტიურად მოახდინეს. ორი ადამიანი პროკურატურის კარებთან ხმამაღლა ამბობდა, რომ ეს ვიდეო იყო პოლიტიკოსის შესახებ. მე ეს ვიდეო შენახული მაქვს და მე ვფიქრობდი, რომ ამ ხალხისთვის მეჩივლა… უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ვთხოვე, რომ ეს ვიდეო არ აეღოთ სოციალური სივრციდან, მაგრამ მოხდა მისი აღება“, — განაცხადა ხიდაშელმა „რუსთავი 2"-ის ეთერში.

საპატიმრო - Sputnik საქართველო
სექს-სკანდალის საქმეზე ეჭვმიტანილებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

საქართველოს პროკურატურამ 15 მარტს საზოგადოებას აუწყა, რომ სექსუალური ხასიათის ვიდეოკადრების გავრცელების სქემა გაშიფრულია და რომ ეს გაზეთის „ქრონიკა+“ გავლით მოხდა. ხსენებულ საქმეზე უკვე დაკავებული არიან ზურაბ ჯამალაშვილი, ადვოკატი ირაკლი ფხალაძე, საკონსტიტუციო უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ნიკოლოზ ხაჭაპურიძე. პასუხისგებაში ასევე მიცემულია ინგა ჩატოიანი.

ივლისში ცნობილი გახდა, რომ საქმეზე ბრალდებული ორი პირი, გელა ღურწკაია და ნიკოლოზ ხაჭაპურიძე პროკურატურამ, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პატიმრობიდან გაათავისუფლოს. ამას გარდა, საპროცესო შეთანხმება, შესაძლოა, გაფორმდეს ინგა ჩატოიანთანაც, რომელიც ამჟამად გირაოთია გათავისუფლებული. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ეს საკითხი ჯერჯერობით ბოლომდე არაა გადაწყვეტილი.

როგორც ადრე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან იზორიამ აღნიშნა, სექსუალური ხასიათის ვიდეოკადრები ინტერნეტში უკრაინიდან, შვედეთიდან და ლიტვიდან აიტვირთა.

ყველა ახალი ამბავი
0