პროკურატურა სააკაშვილის პერიოდში გამოტანილი განაჩენების გადახედვას აპირებს

© Prosecutor's Office of Georgiaმთავარი პროკურატურა
მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წლის მარტში საქართველოს პროკურატურასთან სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დეპარტამენტი შეიქმნა.

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა 2012 წლის 1 ოქტომბრამდე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვა  დაიწყო, იტყობინება უწყება

2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პოლიტიკურმა კოალიციამ „ქართული ოცნება“ განაცხადა, რომ იწყებს სამართლიანობის აღდგენის პროცესს. ცოტა ხნის შემდეგ ქვეყანაში სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა და დააკავეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უმაღლესი თანამდებობის პირები. 

2015 წლის მარტში საქართველოს პროკურატურასთან სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დეპარტამენტი შეიქმნა. 

საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის ივლისის თვეში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის  310-ე მუხლში შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმადაც თუკი ახალი გამოძიების პირობებში გამოვლინდება ახალი ფაქტები და გარემოებები, რაც წინა განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და პროკურატურა გამოიტანს დადგენილებას მსჯავრდებული პირის უფლების დარღვევის თაობაზე,  ეს გახდება საფუძველი ხელახალი სასამართლო განხილვის ჩატარების და განაჩენის გადასინჯვის.

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
პროკურატურამ მოსამართლეთა შესაძლო შანტაჟთან დაკავშირებით საქმე აღძრა

„სწორედ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, ახალმა დეპარტამენტმა  სამი მსჯავრდებულის: იოსებ ჯანდიერის, თემურ სალაყაიას და ანდრო ჩხიკვიშვილის მიმართ, განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო… გამოძიებამ თითოეულ ამ საქმეში მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინი მსჯავრდებულები არიან" — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

კერძოდ,  ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქეები იოსებ ჯანდიერი, თემურ სალაყაია და ანდრო ჩხიკვიშვილი გასამართლებულ იქნენ და იხდიდნენ სასჯელს წინა ხელისუფლებისთვის მიუღებელი პოლიტიკური შეხედულებების და მათი უკანონო მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო.

სამივე მოქალაქის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულის უფლების დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც პროკურატურა მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით.


ყველა ახალი ამბავი
0