საქართველო შანხაიში 7 მილიარდი დოლარის საინვესტიციო პროექტებს წარადგენს

© Минэкономики Грузииქუმსიშვილის გამოსვლა ჩინელ ინვესტორებტან შეხვედრაზე
ქუმსიშვილის გამოსვლა ჩინელ ინვესტორებტან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველმა ვიცე-პრემიერმა ბიზნესფორუმის მონაწილეებს საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო. მისი განცხადებით, ბოლო წლებში რეგიონის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირების ტენდენციის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკის ზრდის საუკეთესო შედეგი აქვს. მისი ინფორმაციით, ასევე სახეზეა პირდაპირი უცხოური ზრდის ტემპი.

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობაზე, ხელსაყრელ საინვესტიციო კლიმატსა და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შანხაიში პირველად გამართულ ბიზნეს-ფორუმზე, რომელსაც ჩინეთის მსხვილი კორპორაციების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ, ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იტყობინება. 

„შანხაიში პირველად ტარდება  ჩინურ-ქართული საინვესტიციო ფორუმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია… ჩვენ ფორუმზე წარმოვადგენთ შვიდი მილიარდი დოლარის საინვესტიციო პროექტებს და დარწმუნებული ვარ, რომ ამას შესაბამისი გამოხმაურება მოყვება“ — განუცხადა ფორუმის დაწყებამდე მედიის წარმომადგენლებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.

სატვირთო მატარებლები - Sputnik საქართველო
ჩინეთიდან ევროპაში ტვირთების გადასაზიდად სატრანსპორტო კონსორციუმი შეიქმნა

დიმიტრი ქუმსიშვილმა პოზიტიურად შეაფასა საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობა ორმხრივი ვაჭრობის გაღრმავებისა და ინვესტიციების გახორციელების მიმართულებით. მისი განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა ჩინური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა საქართველოს ეკონომიკაში. ჩინური კომპანიები უკვე წარმატებულად საქმიანობენ საქართველოში, ისეთ სექტორებში როგორიცაა: მშენებლობა, გზები და ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, საბანკო სფერო და სხვა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტრუქტურაში ჩინეთი მეოთხეა ქვეყნის უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანათა შორის, ხოლო ექსპორტის მხრივ — მეორე. ჩინეთს საქართველოს მთლიან ექსპორტში 9-პროცენტიანი წილი უკავია. 

გამოსვლაში დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი საქართველოსა და ჩინეთის თანამშრომლობის აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის ინიციატივის ფორმატში. მან ისაუბრა თბილისის აბრეშუმის გზის მნიშვნელოვან ფორუმზე, რომლის თანაორგანიზატორიც საქართველოსთან ერთად, ჩინეთიც იყო. 2016 წელს ნოემბერში თბილისში ფორუმი მეორედ ჩატარდება. დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინური მხარის წარმომადგენლები ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია. მისი განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება ემსახურება მაღალი დონის შეხვედრებისთვის პლატფორმის შექმნას, რომლის ფარგლებშიც მოხდება თანამშრომლობის გაღრმავება ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა და ბიზნეს კონტაქტების დამყარება, ინვესტიციები, ტურიზმი, ტრანსპორტი, ენერგეტიკა და სხვა.

ცემნტის ქარხნის მშენებლობა სენაკში - Sputnik საქართველო
ჩინელი ინვესტორები სენაკში ცემენტის ქარხანას ააშენებენ

ბიზნესფორუმზე ასევე ჩატარდა სექტორული პრეზენტაციები, მათ შორის, ენერგეტიკის, საბანკო სფეროს, საქართველოს ფოსტის, ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, უძრავი ქონების ბაზრის და ქართული ღვინის ექსპორტის მდგომარეობის შესახებ. 

ფორუმზე პრეზენტაციები გააკეთეს საქართველოს საპარტნიორო ფონდისა და თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელმა პირებმა. მათ ჩინელ პოტენციურ ინვესტორებს საქართველოში არსებული მსხვილი ბიზნესპროექტები წარუდგინეს. 

პრეზენტაციების შემდეგ, ბიზნეს-ფორუმზე B2B შეხვედრები გაიმართა, რომლის დროსაც საქართველოსა და ჩინეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ყველა ახალი ამბავი
0