ჩინეთიდან ევროპაში ტვირთების გადასაზიდად სატრანსპორტო კონსორციუმი შეიქმნა

© photo: Sputnik / Ruslan Krivabokსატვირთო მატარებლები
სატვირთო მატარებლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მონაწილეები უზრუნველყოფენ ტვირთების გადაზიდვას ჩინეთის პორტებიდან ბათუმში, იქიდან კი თურქეთსა და ევროპაში. სატვირთო მატარებლების გადაზიდვის გრაფიკი მაისში დამტკიცდება.

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის კომპანიებმა ბაქოში ხელი მოაწერეს შეთანხმებას სატრანსპორტო კონსორციუმის შექმნის შესახებ ჩინეთიდან ევროპაში ტვირთების ტრანსპორტირებისი მიზნით. 

კონსორციუმში გაერთიანდნენ შპს ADY Express და შპს ACSC Logistics (აზერბაიჯანი), სს KTZ Express (ყაზახეთი) და სს „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილი კომპანია – შპს Trans Caucasus Terminals (საქართველო), იუწყება შპს Tran s Caucasus Terminals

შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ, რომელშიც შევიდნენ წარმომადგენლები კონსორციუმის წევრებისგან. საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულია „აზერბაიჯანის რკინიგზის“ თავმჯდომარის მოადგილე იგბალ ჰუსეინოვი.

სატვირთო მატარებლები - Sputnik საქართველო
უკრაინიდან კავკასიის გავლით სატრანზიტო გადაზიდვებზე სატარიფო ოქმი ხელმოწერილია

მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება მაისში ამ მარშრუტით ტვირთების გადაზიდვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ. 

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მონაწილეები უზრუნველყოფენ ტვირთების გადაზიდვას ჩინეთის პორტებიდან ბათუმში, იქიდან კი თურქეთსა და ევროპაში, განაცხადა ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა ბაკიტჯან საგინტაევმა.

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი გადის ჩინეთიდან ყაზახეთზე, აზერბაიჯანზე, საქართველოზე, თურქეთსა და შემდეგ ევროპაში. 


ყველა ახალი ამბავი
0