კობახიძემ ჟურნალისტები მის მიერ ნათქვამი ფრაზის გამო, ეთიკის დარღვევაში დაადანაშაულა

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиმანანა კობახიძე
მანანა კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ მისი კომენტარი პრეზიდენტის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის შესახებ, როცა მან თქვა, რომ მისი ნათესავი უკანონოდ გაჩხრიკეს პოლიციელებმა, ოფიციალური კომენტარი არ ყოფილა.

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ჟურნალისტები ჟურნალისტური სტანდარტისა და ეთიკის დარღვევაში დაადანაშაულა იმის გამო, რომ მათ, კობახიძის მიერ ნათქვამი ფრაზა — პრეზიდენტის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის შესახებ გაავრცელეს. 

“ძალიან უხერხულია, როცა ჟურნალისტები ჟურნალისტურ ეთიკას, რესპონდენტთან ურთიერთობის ელემენტარულ წესს არღვევენ და არამიკროფონებთან, არაოფიციალურად გამოთქმულ მოსაზრებას, გამონათქვამს ნიუსის და ოფიციალური კომენტარის სახეს აძლევენ. მგონი, ეს არანაირ სტანდარტში არ ჯდება. ეს არ იყო ოფიციალური კომენტარი, ეს არ იყო კამერებთან და მიკრიფონებთან გაკეთებული კომენტარი. ეს იყო ჩვეულებრივ, ადამიანთან გაკეთებული კომენტარი, მაგრამ, როგორც ჩანს, როცა თქვენ გესაუბრებით, უნდა ჩავთვალო, რომ მიკრიფონს ვესაუბრები და არა ადამიანებს“, — მიმართა ჟურნალისტებს მანანა კობახიძემ.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
დეპუტატი: დაუშვებელია პრეზიდენტის ალკოჰოლიზმში დადანაშაულება

პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ უარი განაცხადა მანანა კობახიძის განცხადების კომენტირებაზე. 

„იმდენად ნასვამი არ ვარ რიმ სერიოზული პასუხი გავცე ამ კითხვაზე“, — უთხრა ჟურნალისტებს მიშველაძემ, რომელსაც ჟურნალისტებმა დეპუტატის გამონათქვამის კომენტირება სთხოვეს. 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამშაბათს სისხლის სამართლის საქმე აღძრა პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე პრეზიდენტის სიძის — მინდია გოგოჭურის მიმართ.  

 

ყველა ახალი ამბავი
0