ოპერისა და ბალეტის თეატრის მსახიობები საპროტესტო აქციას მართავენ

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ კვირას თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მსახიობების ნაწილმა საქართველოს კულტურის სამინისტროს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გადადგომის მოთხოვნით განცხადებით მიმართა. უპასუხოდ დარჩენილმა მსახიობებმა აქცია უწყების წინ გამართეს.

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მსახიობები სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით კინწურაშვილის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შენობასთან მართავენ.

ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
სკანდალი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში

აქციის მონაწილეთა აზრით, კინწურაშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში თეატრში ბევრი ფინანსური და სამართლებრივი დარღვევები გამოვლინდა. გასულ კვირას თეატრის მსახიობებმა შეაგროვეს ხელმოწერები სამხატვრო ხელმძღვანელის გათავისუფლების მოთხოვნით და სამინისტროში შეიტანეს. უწყების პირველმა პირმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ განიხილავს საკითხს, თუმცა საქმე შესაბამისი პროცედურების განხორციელებას მოითხოვს.

აქციის მონაწილეები სამინისტროს საკითხის განხილვის მიზანმიმართულად გაჭიანურებაში სდებენ ბრალს და დამაკმაყოფილებელი პასუხის მიღებამდე პერმანენტული აქციების გამართვას გეგმავენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საიუბილეო 165-ე სეზონს არ გახსნიან.

„სამინისტრო რაღაც ძაფებს ებღაუჭება: დღეს ახალ პროცედურებს ექნება ადგილი, ხვალ მათ არ მოეწონებათ ფურცელი, რომელზეც წერილი ეწერა და თავიდან გადაწერას მოგვთხოვენ. ასე ხომ არ შეიძლება. გუნდმა გადაწყვიტა და სეზონის სექტემბერში გაგრძელების შესახებ განცხადება უკვე შეიტანა: თუ კინწურაშვილი დაუყოვნებლივ არ დატოვებს თანამდებობას, ისინი არ გახსნიან სეზონს“, — განაცხადა თამარ ივერმა.

აქციის მონაწილეებს შეუერთდა საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი. ის თანახმაა იმასთან დაკავშირებით, რომ თეატრში მართლაც არის დარღვევები და შესაბამის სტრუქტურებს საკითხში სერიოზულად გარკვევისკენ მოუწოდებს.

აბესალომ და ეთერი - Sputnik საქართველო
ოპერისა და ბალეტის თეატრის მსახიობები სპექტაკლში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ

„მსგავსი რამ არასდროს მინახავს, რომ ოპერის მსახიობები გაფიცულიყვნენ და მათთვის ყურადღბა არ მიექციათ. ვფიქრობ, დავით კინწურაშვილმა სასწრაფოდ უნდა დატოვოს თანამდებობა გამომდინარე იქიდან, რომ ოპერაში მართლაც დიდი დარღვევებია. მე მოვუწოდებ გენერალურ პროკურატურას და ფინანსურ სამსახურს შეისწავლონ აღნიშნული დარღვევები. და მე ვურჩევ კულტურის სამინისტროს დროულად მიიღოს გადაწყვეტილება“, — განაცხადა ოქიტაშვილმა.

თავის მხრივ, ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი უარყოფს მისი მისამართოთ გამოთქმულ ბრალდებებს. როგორც კინწურაშვილმა აღნიშნა, ის არ აპირებს თანამდებობის დატოვებას და საბოლოო გადაწყვეტილებას კულტურის სამინისტროდან ელოდება.

ყველა ახალი ამბავი
0