ოპერისა და ბალეტის თეატრის მსახიობები სპექტაკლში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ

© photo: Sputnik / Александр Имедашвили"აბესალომ და ეთერი"
აბესალომ და ეთერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სანამ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თანამდებობას არ დატოვებს, მსახიობები სცენაზე გამოსვლაზე უარს აცხადებენ.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საოპერო სეზონი 17 ივლისის ნაცვლად 23 ივლისს დაიხურება.

ოპერა „აბესალომ და ეთერის“ წარმოდგენა ჩაიშალა, რადგან მსახიობებმა სცენაზე გასვლაზე უარი განაცხადეს, სანამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი თანამდებობიდან არ გადადგება. სოლისტებმა 15 ივლისს საპროტესტო აქცია გამართეს და კინწურაშვილი ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულეს.

ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
სკანდალი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში

თეატრის მსახიობებმა შეაგროვეს ხელმოწერები სამხატვრო ხელმძღვანელის გათავისუფლების მოთხოვნით და დღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შეიტანეს. სოლისტები ირწმუნებიან, რომ თუ კინწურაშვილი თანამდებობას არ დატოვებს, ისინი 164-ე საოპერო სეზონის დახურვაზე არ გამოვლენ.

„ის (კინწურაშვილი) ოპერაზე და მის განვითარებაზე არ ზრუნავს. კენჭისყრის შედეგად დასმა ერთსულოვნად მიიღო ბატონი კინწურაშვილის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება“, — განაცხადა ქართველმა საოპერო მომღერალმა თამარ ივერმა.

საქართველოს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ თუ თეატრის მთელი კოლექტივი ნამდვილად ერთ აზრზეა და გარკვეული საკითხის გადაჭრა სურს, მათ შორის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით, ამისთვის შესაბამისი პროცედურები უნდა განხორციელდეს.

„სავალდებულო წესით უნდა იქნას მოწვეული საერთო კრება დღის კონკრეტული წესრიგით, სადაც დიდი სიამოვნებით მივალ და ამ ყველა საკითხს გავივლით“, — განაცხადა გიორგაძემ.

ამასთან, თეატრში აცხადებენ, რომ სეზონის დახურვა 23 ივლისს გაიმართება.

„შესაბამისად, მთელი თეატრი და მთელი თეატრალური დასი სეზონს მაღალ დონეზე დახურავს“, — განუცხადა Sputnik-ს თეატრის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა მაკო ფაცურიამ.

ფოთის გუნიას სახელობის თეატრის სცენა - Sputnik საქართველო
ფოთში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართება

დავით კინწურაშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად 2014 წლის მარტში დაინიშნა.

ის თეატრის კოლექტივმა ფარული კენჭისყრის შედეგად აირჩია. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სამხატვრო ხელმძღვანელი თავად თეატრის თანამშრომლებმა აირჩიეს. მანამდე მას ზემდგომი ინსტანციები ნიშნავდნენ.

მღელვარება თეატრში უკვე ოქტომბრის თვეში დაიწყო. თანამშრომელთა ჯგუფმა სკანდალურად დატოვა თანამდებობები. მათ განაცხადეს, რომ კინწურაშვილის მოსვლის შემდეგ თეატრში ვითარება დაიძაბა და „ნორმალური სამუშაო პროცესი შეუძლებელი გახდა“.

ყველა ახალი ამბავი
0