ტატიანა მონტიკის საქართველო: „хвал“, შევარდნაძე, ივანიშვილი და სიღნაღელი მზარეულები

© photo: Sputnik / Denis Aslanovტატიანა მონტიკი
ტატიანა მონტიკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ის პროექტი „უცხოელის თვალით დანახული საქართველო“ წარმოშობით ბელორუსი, ხოლო პასპორტით გერმანელი ჟურნალისტის, ტატიანა მონტიკის ისტორიას გაგაცნობთ, რომელსაც ავსტრიაშიც უცხოვრია, გერმანიაშიც, უკრაინასა და რუსეთშიც, მთელ მსოფლიოში უმოგზაურია, მაგრამ „შინ“ საქართველოში იპოვა.

როგორც იქნა საქართველოში ვარ!

ყოველთვის მინდოდა საქართველოში ჩამოსვლა. ვენის უნივერსიტეტში სწავლისას ერთი ქართველი მეგობარი მყავდა, სახელად მარინა. საკუთარ სამშობლოზე ლაპარაკი უყვარდა და არაერთი ისტორია მიამბო. ქართული კერძების  მომზადებაც მისგან ვისწავლე. ასე მგონია, სწორედ მაშინ შემიყვარდა საქართველო.

ამ ამბიდან რამდენიმე წლის შემდეგ, როცა უკვე სანქტ-პეტერბურგში ვცხოვრობდი მეუღლესთან ერთად, შანსი მოგვეცა საქართველოში წამოვსულიყავით.

© Sputnik/ Denis Aslanovტატიანა მონტიკი: „საქართველომ მართლაც რომ შტურმით დაიპყრო ჩემი გული“
ტატიანა მონტიკი: „საქართველომ მართლაც რომ შტურმით დაიპყრო ჩემი გული“ - Sputnik საქართველო
ტატიანა მონტიკი: „საქართველომ მართლაც რომ შტურმით დაიპყრო ჩემი გული“

კონტრასტმა გამაოგნა: პირქუში და თითქოს დაბალი ცა პეტერბურგის თავზე და მზით გაჩახჩახებული მთაგორიანი საქართველო!

არასდროს დამავიწყდება შემდეგი სურათი: მე და ჩემი მეუღლე ახალი,  თბილისური ბინის ტერასაზე ვსხედვართ, სამი-ოთხი დღის ჩამოსულები ვართ, ჯერ ბარგიც კი არ ამოგვილაგებია… ვსხედვართ, თბილისს გავცქერით, ღვინოს ვწრუპავთ, ვბაასობთ… და უცბად საკუთარი სიტყვები მესმის: „საქართველოდან ვეღარასდროს წავალ!“

არადა, მაშინ ძველი თბილისი არც მენახა, საერთოდ არ ვიცნობდი საქართველოს…

2010 წელი იდგა. ჩემი შვილი სულ თოთო იყო და სადაც მივდიოდი, თან დამყავდა. მაღაზიებში, აფთიაქებსა თუ პარკებში ხალხი მოდიოდა და ბავშვს ეფერებოდა. აღფრთოვანებული ვიყავი აქაურებით, მათი სითბოთი და გულღიაობით. შევნიშნე, რომ ბავშვების მიმართ ქართველები განსაკუთრებულ სინაზესა და მზრუნველობას იჩენენ.

როგორ ვეცნობოდი საქართველოს

ძალიან გამიმართლა დამხმარეში. ეს არც ძიძა იყო და არც შინამოსამსახურე — კლასიკური გაგებით. ეს იყო ქალბატონი, რომელიც უამრავი პრობლემის მოგვარებაში გვეხმარებოდა. სწორედ ის დამეხმარა ჩემთვის ფსიქოლოგიურად უმძიმეს პერიოდში, რომ სამსახური შემენარჩუნებინა…

© Sputnik/ Denis Aslanovტატიანა მონტიკი: „საქართველომ მართლაც რომ შტურმით დაიპყრო ჩემი გული"
ტატიანა მონტიკი: „საქართველომ მართლაც რომ შტურმით დაიპყრო ჩემი გული  - Sputnik საქართველო
ტატიანა მონტიკი: „საქართველომ მართლაც რომ შტურმით დაიპყრო ჩემი გული"

საქართველოსთან ღრმა ნაცნობობა სამსახურიდან დაიწყო. ჩემი პირველი სტატია დასავლური მედიისთვის სტალინს შეეხებოდა. ამიტომ გორში წავედი, სტალინის სახლმუზეუმის სანახავად და მასალის შესაგროვებლად.

ჟურნალისტი ვარ და მხოლოდ ლამაზი სურათი, ღირსშესანიშნაობები და ისტორიული ადგილები არ მაინტერესებს. აქ არაჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს და ძალიან მინდოდა, უფრო ახლოს გამეცნო მათი ყოფა, ტრადიციები, გამეგო, რით სუნთქავენ, რით ცხოვრობენ. ანუ მსურდა შემეცნო ნამდვილი საქართველო…

და ეს იოლად გამომივიდა, იმიტომ რომ ხალხი აქ გახსნილია, მარტივად გეპატიჟებიან შინ და როგორც ოჯახის წევრს, ისე გექცევიან.

საქართველოში გასაოცარი ლანდშაფტია. დედამიწის ამ პაწაწინა წერტილში პრაქტიკულად ყველაფერია: მთები, ტყეები, ტბები, მდინარეები… დავით გარეჯში — ნახევარუდაბნო, აჭარის მთებში კი — ლამის ჯუნგლები. ფარავნის ტბა ხომ საერთოდ ფანტასტიკა, „ქართული ციმბირია“…

ქართველებისა ერთი რამ არ მესმის — ეს მათი ბუნებისადმი დამოკიდებულებაა. ვაკის პარკში თუ ქალაქის განაპირა ტყეებში სეირნობისას ისეთ სურათს გადავწყდომივარ, რომ თქმაც კი მეუხერხულება…

მართალია, სტუმარი ვარ და მიმაჩნია, რომ უფლება არ მაქვს ადგილობრივები ვაკრიტიკო, მაგრამ ქართველების ბუნებისადმი დამოკიდებულება მართლა მაძრწუნებს. ჩემთვის ამის ცქერა მტკივნეულია. იმედი მაქვს, რომ ვითარება მალე შეიცვლება და ადამიანები დააფასებენ იმ სიმდიდრეს, რომელიც ღმერთმა დააბერტყა  თავს ამ პატარა, მაგრამ დოვლათით სავსე ქვეყანას.

© Sputnik/ Denis Aslanovტატიანა მონტიკი: საქართველოში ვისაც ინტერვიუს ჩასაწერად შეხვდები, ლამის ყველა გიმეგობრდება
ტატიანა მონტიკი: საქართველოში ვისაც ინტერვიუს ჩასაწერად შეხვდები, ლამის ყველა გიმეგობრდება - Sputnik საქართველო
ტატიანა მონტიკი: საქართველოში ვისაც ინტერვიუს ჩასაწერად შეხვდები, ლამის ყველა გიმეგობრდება

გემრიელი, გემრიელი, გემრიელი!

პირველი, რაც შევნიშნე ქართულ სუფრაზე, ეს კერძების მოტანის მეთოდია: ყველასათვის სამყოფი კერძი დიდი მათლაფებით, რაც მაგიდის წევრებს რაღაცნაირად აერთიანებს. აი, მაგალითად, დასავლეთში კერძი ცალ-ცალკე თეფშებით მოაქვთ. იქ არავის მოუვა აზრად, რომ თავისი წილი ვინმეს გაუყოს. სიმართლე გითხრათ, ამის შემდეგ უკვე ძალიან მიჭირს ევროპის რესტორნებში სიარული.

ქართული სუფრა ძალიან მდიდარი და არომატულია. კერძებში ბევრი მწვანილია.  ასეთი რაოდენობისა სხვაგან არ შემხვედრია. კი, იტალიური და ესპანური სამზარეულოებიც, როგორც ზოგადად ხმელთაშუა ზღვის სამზარეულო, ძალიან გემრიელია, მაგრამ ქართულ კერძებში ბევრი სუნელ-სანელებელი გამოიყენება, რაც მათ განუმეორებელ გემოს ანიჭებს.

ჩვენი ძიძა მედეა გურული იყო და საოცარ სადილებს ამზადებდა. ხშირად ვიწერდი მის რეცეპტებს…

კრისტინა მიშინა - Sputnik საქართველო
ბაქოელი გოგოს ბავშვობის ზღაპარი, სამოთხე და ტიბეტური საცივი — „ეს ჩემი საქართველოა“

სამსახურიდან გამომდინარე სიღნაღელი შეფ-მზარეულების — გიო როკაშვილისა და გიორგი პირადაშვილის გაცნობის ბედნიერება მხვდა წილად. მათ სასტუმროები აქვთ კახეთში და სწორედ მათი წყალობით გადაიშალა ჩემს წინ ქართული სამზარეულოს ახალი ასპექტები.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ხორცისგან დამზადებული უამრავი კერძი არსებობს, აქაურობა მაინც სამოთხეა ვეგეტერიანელისთვის. ძალიან მიყვარს აჯაფსანდალი, ნიგვზიანი ბადრიჯანი… მათი მომზადებაც ვისწავლე და კიდევ ბევრი სალათეულისაც.

© Sputnik/ Denis Aslanovტატიანა მონტიკის თბილისური სახლი
ტატიანა მონტიკის თბილისური სახლი  - Sputnik საქართველო
ტატიანა მონტიკის თბილისური სახლი

მეგობრობა ქართულად 

ჟურნალისტს აქ დიდი გასაქანი ეძლევა, იმიტომ რომ ბევრი საინტერესო და მიმზიდველი თემა არსებობს.

ერთხელ წყალტუბოში ვიყავი მასალის გასაკეთებლად, სადაც გასულ საუკუნეში, საბჭოთა ეპოქაში ბევრი სამკურნალო პანსიონატი არსებობდა. ხალხი თურმე მთელი საბჭოეთიდან ჩადიოდა იქ დასასვენებლად და სამკურნალოდ და ამადაც წყალტუბო საკავშირო მნიშვნელობის ქალაქი ყოფილა. ადგილობრივებმა მიამბეს, როგორი სამოთხესავით ცხოვრება ჰქონდათ მაშინ, იმ დროში.

ჭიათურაზე წერაც ძალზე საინტერესო იყო. ამ პატარა, პროვინციულ ქალაქში კულტურული ცხოვრება, თურმე, პირდაპირ ჩქეფდა. არც კულტურის სასახლეები აკლდათ, არც სხვადასხვა სახელოვნებო წრეები და ის კი არა, ქალაქს ძალიან ცნობილი თეატრიც ჰქონია.

განა, უცნაური არ არის? მაღაროელთა ქალაქი და კულტურის ასეთი მაღალი დონე?

ჰო, საქართველოში მუშაობის კიდევ ერთი თავისებურება: ვისაც ინტერვიუს ჩასაწერად თუ მასალის მოსამზადებლად შეხვდები, ლამის ყველა გიმეგობრდება! ასეთი რამ არც რუსეთში მახსოვს, არც ბელორუსში… საქართველოში თითოეული თემა შენს ცხოვრებაში ახლო ადამიანებს ტოვებს და ეს უკიდურესად მსიამოვნებს.

© FB/ Tatjana.Montikტატიანა მონტიკი: ბავშვობიდან მახსოვდა შევარდნაძის ვინაობა... ეს ჩემთვის ცოცხალ ისტორიასთან უშუალოდ შეხების შანსი იყო
ტატიანა მონტიკი: ბავშვობიდან მახსოვდა შევარდნაძის ვინაობა... ეს ჩემთვის ცოცხალ ისტორიასთან უშუალოდ შეხების შანსი იყო  - Sputnik საქართველო
ტატიანა მონტიკი: ბავშვობიდან მახსოვდა შევარდნაძის ვინაობა... ეს ჩემთვის ცოცხალ ისტორიასთან უშუალოდ შეხების შანსი იყო

შევარდნაძე, ივანიშვილი, კიკაბიძე…

სკოლაში დავდიოდი, როცა 1991 წლის პუტჩი მოხდა, სსრკ დაიშალა და ქაოსი დაიწყო. ვხვდებოდი, რომ ჩემს თვალწინ იქმნებოდა ისტორია, რომელიც შესაძლოა მომავალში დამახინჯებული სახით მოეწოდებინათ. ამიტომ რვეული ავიღე და რადიოთი გადმოცემული ყველა ახალი ამბის ჩაწერა დავიწყე…  

2011 წელს ჟურნალ The New Times-ის მოსკოვის რედაქციიდან დამირეკეს კოლეგებმა და მთხოვეს, ედუარდ შევარდნაძესთან ინტერვიუ ჩაგვიწერე პუტჩის 20 წლისთავთან დაკავშირებითო. მეც ვსინჯე და გამომივიდა.

ბავშვობიდან მახსოვდა ამ კაცის ვინაობა. ვიცოდი, რომ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, რომელმაც ბერლინის კედელი დაამხო და ორად გაყოფილი გერმანია გააერთიანა, რომ ის გერმანელებისთვის ისტორიულად მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ… ეს ჩემთვის ცოცხალ ისტორიასთან უშუალოდ შეხების შანსი იყო.

შევარდნაძე უკვე ავადმყოფობდა. გული დამწყდა. მეხსიერების პრობლემები ჰქონდა და მდივანი ეხმარებოდა. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან თბილად და  გულღიად მიმიღო, ფოტოები დამათვალიერებინა და რეზიდენციაში ექსკურსიაც მომიწყო…

© FB/ Tatjana.Montikტატიანა მონტიკი: ივანიშვილთან ინტერვიუზე საკმაოდ იოლად მოვხვდი...
ტატიანა მონტიკი: ივანიშვილთან ინტერვიუზე საკმაოდ იოლად მოვხვდი... - Sputnik საქართველო
ტატიანა მონტიკი: ივანიშვილთან ინტერვიუზე საკმაოდ იოლად მოვხვდი...

ბიძინა ივანიშვილს მაშინ შევხვდი, როცა 2012 წლის მოვლენები იწყებოდა და როცა, ის-ის იყო, პარტია „ქართული ოცნება“ იქმნებოდა. დასავლეთში ჯერ ვერც ხვდებოდნენ, რომ საქართველოში ხელისუფლება იცვლებოდა. ივანიშვილთან ინტერვიუზე საკმაოდ იოლად მოვხვდი — მაშინ ცოტა ჟურნალისტი ინტერესდებოდა მასთან საუბრითა და ჩაწერით.

ივანიშვილი შემხვდა, რეზიდენცია და ბიზნესცენტრი დამათვალიერებინა… გაფრთხილებული ვიყავი, რომ ქართულად ილაპარაკებდა და ამან ცოტა გული დამწყვიტა, იმიტომ რომ ასე მასთან უშუალოდ ურთიერთობა არ გამოვიდოდა. მაგრამ როცა კაბინეტში შევედით, თავად შემომთავაზა, რუსულად ვისაუბროთო…

ძალიან მიყვარს ხელოვანი ხალხი და მათთან ურთიერთობა. საქართველოში უჩვეულოდ შემოქმედებითი, არტისტული ხალხი ცხოვრობს და ეს ჩემს სამუშაოს ორმაგად საინტერესოს ხდის.

ძალიან დამამახსოვრდა შეხვედრა ლეგენდარულ კაცთან, მთელი თაობის კერპ ვახტანგ კიკაბიძესთან — ღრმად და ფილოსოფიურად მოაზროვნე ადამიანთან, რომელიც, მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან უბრალოა და იოლად საურთიერთო.

მომწონს, როცა ადამიანებს დიდება ვერაფერს აკლებს.

ვახტანგ კიკაბიძე ისე მესაუბრებოდა, როგორც ისაუბრებდა ორი ჩვეულებრივი მოკვდავი და ეს ფრიად სასიამოვნო იყო. თავის ბავშვობაზე მიამბო, დედაზე მელაპარაკა… მერე კი ძალიან დასამახსოვრებელი სიტყვები მითხრა: „ვინც პურის ფასი არ იცის და პაწაწინა ბინაში არ უცხოვრია, ცხოვრება არ უნახავს!“

პრინციპში ასეცაა.

 

მთები ჩემი შთაგონების წყაროა

იოგას დიდი ხანია მივდევ. მაგრამ აქ, მთებში ამის კეთება განსაკუთრებულად სასიამოვნოა. დილაობით ტყეში მივდივარ სასეირნოდ  — ჩემთვის ყოველდღიური აუცილებლობაა მთებში ხეტიალი და ამიტომ იქ ლამის ყველა ბილიკი გათელილი მაქვს… მინსკში ვარ გაზრდილი და თბილისი უკვე არის ჩემთვის მთა. 

მართალია, ინდოეთიც ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემი სამოთხე აქ, საქართველოში ვიპოვე.

აქ  მძლავრი მთებია, მაღალი და დიდებული — ისეთი კი არა, როგორიც ევროპაშია…

მომწონს საქართველოში ხეტიალი და ბუნების თვალიერება — მთებზე შეფენილი ტყეების ცქერა მიყვარს. საქართველომ მართლაც რომ შტურმით დაიპყრო ჩემი გული.

პირველად აქაურმა ბუნებამ მაშინ შემძრა თხემით ტერფამდე, ბორჯომის ეროვნული პარკი რომ ვნახე. მერე ეს გამუდმებით მემართებოდა და კვლავაც მემართება სვანეთის, რაჭის, აჭარის, ხევსურეთისა და თუშეთის ნახვისას, მაგრამ ბორჯომი — ეს დასაწყისი იყო.

ეს საოცრება რომ ვიხილე, თვალები დავხუჭე. ვერ ვიჯერებდი, რომ ეს მშვენიერება არ მესიზმრებოდა, რომ ეს ყოველივე ცხადი იყო. მაგრამ თვალი თურმე არ მატყუებდა…

ვუმზერდი ქართული ბუნების სილამაზეს ჩემი გარდაცვლილი მამის თვალებით, რომელიც  გიჟდებოდა მთებზე და  ვცდილობდი წარმომედგინა, რას შეიგრძნობდა ის, აქ რომ მოხვედრილიყო… აუცილებლად  ძალიან ბედნიერი იქნებოდა. ვიდექი, ვუცქერდი და ერთდროულად მწუხარებისა  და სიხარულის ცრემლი მდიოდა. ეს მხოლოდ საქართველოს შეუძლია!

 

ტატიანა მონტიკის ლექსები

Моя грузинская семья

Геннадий, мой дед, был таким ГЕНАцвале!
А маму мою Тамарой назвали.
И тётушка Томочка есть у меня.
Ну чем не грузинская наша семья?

Отца моего высоты пленяли,
И песни про горы он пел на гитаре.
Он Альпы любил, но Кавказ не узрел
И Грузией нам наслаждаться велел.

Ревнивым красавцем был папа, и в профиль
Грузинскому парню был сильно подобен!
И дядя Сандро мой всем жару давал,
В нем кровь закипала, от чувства — пожар!

Был в юности дядя Сандро ловеласом:
Красоток сердца покорял с каждым часом.
Грузинские гены: Сандро – баламут.
Страдания тётки грузинки поймут.

Братишка Вано мой – грузинской он масти.
И хоть не сгорает Вано в сладострастьи,
Энергии – море, и ворох  идей!
На премию Нобеля тянет, ей-ей!

Как царство грузинское, бизнес-угодья,
Как ловкий джигит, крепко держит поводья.
Умна и прекрасна царица-жена,
И дочка растет, София-княжна.

И в этой семейке еще поколенье
Блондинов-джигитов растет к удивленью.
По паспорту – немцы, но жгучая кровь.
С кинжалом разборки для всех нас не вновь.

Их страсти и чувства – как горные реки,
Стекают потоками всем для утехи.
Мы диву даемся, но это ведь зря:
Забыли? Грузинская наша семья!

Не-винное вино

Не-винное вино и странное:
Нектар янтарный чувства обжигает.
И терпкий вкус. Но голова упрямая
Пьянеть не хочет и кружиться не желает.
Не-винное вино, обманное.
Медовая несладкая природа.
Строптивое вино и пряное.
В нем – дух земли и гордый нрав народа.
Моё вино – свидание с горами,
Когда они матрёшкой друг из друга,
Как исполины, перед взором вырастают —
И выход есть из замкнутого круга.

Кварели-Тбилиси, 27 сентября 2013


Кто придумал слово "хвал?"

Мне ненавистно слово "хвал",
Дурное слово-самопал!
Там, где испанцу всё — "маньяна",
Грузины "хвал" твердят упрямо.

Грузин испанцу — друг и брат,
Про "завтра" все они свистят.
Сегодня лишь ручьём слова,
Чтоб поросла на них трава.

Я ненавижу слово "хвал!“
Сказал — энергию украл
Для новых славных добрых дел,
А "завтра" — часто неудел.

Я ненавижу слово "хвал"
Особенно, когда ремонт достал!
"Когда мы спустим мусор вниз?" —
"Хвал, генацвале! Араприс!"

"Когда закончится малярка?" —
"Конечно, завтра!" Жизнь — обманка!
"Когда нам ждать своих дверей?" —
"Конечно, завтра! Не наглей!"

Я ненавижу слово "хвал",
Ведь в нем скрывается аврал!
"Хвал" — арапери, ничего.
Мне тошно, братцы, от него!

"Когда доставят окна нам?— 
"Конечно, завтра! По рукам?"
На деле "завтра"-то пустяк:
Недели две иль три спустя.

"Когда же нам проложат газ?" —
"Хвал, вам не нужен газ сейчас!"
А после желтую трубу
Проложат вам, согнув в дугу!

Но переделка, правда, — "дгэс",
Сегодня то есть, ведь суд — есть жесть!
И это будет очень "карги!“
В стране под солнцем передряги.

Такого рода — это факт,
И стройка тут вам — не ништяк.
Когда закончится ремонт?
"Хвал", коль прораб — не обормот.

Но даже если не нахал,
Прораб, не верьте слову "хвал!“
Ведь тут у жизни ритм другой,
И слишком быстро тут — отбой.

Работать трудно по утрам:
До десяти работать — срам.
А раз хозяин — на порог —
Работать стыдно вам, дружок!

Ты на хозяина смотри,
И лыбься, что-то бормочи,
Да жди, когда ударит шесть,
Чтобы домой – харчо поесть!

В стране под солнцем планы – мрак,
Живи ты днем одним, чувак!
Винца попей, да покайфуй,
Раз дал Бог "хвал" — то в ус не дуй!

Я ненавижу слово "хвал!“
Сказал – как-будто обломал.
Но вот еще одна беда:
"Хвал" так заразно, господа!

Уже живешь не по часам,
И сам уж крестишься на храм.
Рука в машине – из окна
Другим водителям видна.

Проста так жизнь и хороша!
Работа? – "Хвал!“  Сейчас  – душа!

Тбилиси, 18 сентября 2013

 

ყველა ახალი ამბავი
0