საზღვარგარეთ საქართველოს ელჩები თბილისის ამბასადორიალზე შეიკრიბებიან

© photo: Sputnikსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრები 15 წელია იმართება.

თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა — ამბასადორიალი — თბილისში 26-29 ივლისს  გაიმართება.

ამბასადორიალის ფარგლებშისაქართველოს საგარეო სამინისტროს ხელმძღვანელობა და დიპლომატები გაწეული საქმიანობას შეაფასებენ და მომავალი წლის სამუშაო გეგმებს დასახავენ.

ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე შეკრებილთ სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

ღონისძიებაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები და საგანგებო დავალებათა ელჩები, ნათქვამია საგარეო უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.

არჩილ გეგეშიძე - Sputnik საქართველო
აშშ-ში საქართველოს ელჩი სკანდალის ცენტრში მოექცა

ამბასადორიალზე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობას მიიღებენ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სუჯატა მეჰტასი.

წელს, პირველად, ამბასადორიალის ფარგლებში, ქართველი ელჩები ბიზნესმენებთან გამართავენ შეხვედრას. გარდა ამისა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიპლომატებისათვის საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ სპეციალურ პრეზენტაციას გამართავს.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრები 15 წელია იმართება. 

ამ ეტაპზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მსოფლიოს მასშტაბით 127 დიპლომატიური მისია აქვს.


ყველა ახალი ამბავი
0