თბილისიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ორსართულიანი მატარებელი გავიდა

© courtesy of Georgian Railwayორსართულიანი მატარებელი
ორსართულიანი მატარებელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისი-ბათუმის მიმართულებით ორსართულიანი ევროპული სტანდარტის მატარებლით მგზავრობის შემთხვევაში ფასი უცვლელია.

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ორსართულიანი ევროპული სტანდარტის Stadler Kiss-ის მოდელის პირველი მატარებელი თბილისიდან ბათუმში ორშაბათს, 09:10 საათზე გავიდა, იუწყება „საქართველოს რკინიგზის“ პრეს-სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია.

საქართველოს ხელისუფლებამ ოთხი მატარებელი შეიძინა, რომელთაგან ორი დღეიდან უკვე მოემსახურება მგზავრებს. ორი მატარებელი კი 2017 წლის იანვარ-თებერვალში ჩამოვა საქართველოში და მათი მარშრუტიც თბილისი–ბათუმი იქნება.

ახალი ავტობუსი - Sputnik საქართველო
სექტემბრიდან თბილისში ახალი ავტობუსები იმოძრავებს

„საქართველოს რკინიგზას“ ორსართულიანი მატარებლების შეძენა 40 მლნ ევრო დაუჯდა, თითოეული — 9,9 მლნ ევრო.

„Stadler Kiss-ის მეორე მატარებელი (თბილისიდან ბათუმში) დღეს, 18:20 საათზე გავა. მატარებლები რეისებს ყოველდღიურად შეასრულებენ“, — ციტირებს სააგენტო „ნოვოსტი — გრუზია“ ცაგურიას სიტყვებს.

თბილისი-ბათუმის მატარებელი მხოლოდ ზღვისპირა კურორტების სადგურებში — ბათუმში, ქობულეთსა და ურეკში გაჩერდება.

„ჩვენ თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებლის მოძრაობის დრო ნახევარი საათით შევამცირეთ. დღევანდელი მდგომარეობით აუცილებელია დაახლოებით ხუთი საათი, უფრო ზუსტად 4:55 საათი. 2019 წელს კი, როდესაც ჩვენ უღელტეხილის მონაკვეთზე მოდერნიზაციის პროექტს დავასრულებთ, მგზავრობის დრო ერთი საათით შემცირდება და მგზავრებს ოთხ საათზე ნაკლებ დროში მოვემსახურებით“, — ციტირებს სააგენტო ცაგურიას სიტყვებს.

ის აცხადებს, რომ მგზავრობის ღირებულება იგივე იქნება და „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელობა არც მომავალში აპირებს ფასის გაზრდას.

ცაგურიამ აღნიშნა, რომ მატარებლების განახლება ყველა მიმართულებით მოხდება.

შვეიცარული კომპანია Stadler Bussnang AG-ის მატარებლები არის ულტრათანამედროვე ტიპის უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვილი, რომლებიც ყველა სტანდარტის მოთხოვნებთან არის შესაბამისობაში.
ახალი მატარებელი 400 მგზავრს მოემსახურება.

პერსონალმა, რომელიც მგზავრებს მოემსახურება, სხვადასხვა ქვეყანაში სპეციალური გადამზადების კურსები გაიარა.

ყველა ახალი ამბავი
0