თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამართალდამცველებმა 1971 წელს დაბადებული ზურაბ ა. თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე დააკავეს.
გამოძიების მონაცემებით, ზურაბ ა.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას Smith&Wesson-ის სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი, „მაკაროვის“ სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი, ორი მჭიდი და 38 საბრძოლო ვაზნა იქნა ამოღებული, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით), რაც ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წლის დასაწყისიდან პოლიციამ ამიოღო 92 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი: 56 პისტოლეტი, 18 ავტომატი, 11 შაშხანა, ექვსი რევოლვერი, ორი სანადირო თოფი, ხუთი ხელყუმბარა, ერთი ასაფეთქებელი, 250 კგ დენთი, 200 გრამი ტროტილი და 2 451 საბრძოლო ვაზნა.
ბოლო მონაცემებით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 2016 წლის დასაწყისიდან საქართველოში 58 ადამიანია დაპატიმრებული.