თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. თბილისში სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული ალექსანდრე მ. დააკავეს, ნათქვამია შს სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, რევოლვერი და 5 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით).