თურქეთის პროკურატურამ 42 ჟურნალისტის დაკავების ორდერი გასცა

© photo : Owegoo.comანკარა
ანკარა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში გრძელდება ოპოზიციონერ ისლამისტ სასულიერო პირთან ფეთჰულა გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილი ჟურნალისტების ძებნისა და დაკავების ოპერაცია.

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. თურქეთის პროკურატურამ, ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობის საქმესთან დაკავშირებით, 42 ჟურნალისტის დაკავების ორდერი გასცა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ თურქულ ტელეარხ NTV-ზე დაყრდნობით.

პარლამენტის შენობა თურქეთში - Sputnik საქართველო
სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთი 1700 სასწავლო დაწესებულებას კეტავს

ამჟამად ქვეყანაში გრძელდება ოპოზიციონერ ისლამისტ სასულიერო პირთან ფეთჰულა გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილი ჟურნალისტების ძებნისა და დაკავების ოპერაცია. ოფიციალური ანკარა სწორედ გიულენს ადანაშაულებს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში.

15-16 ივლისის ღამით სამხედრო მეამბოხეთა ჯგუფმა თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადა, რაც ხელისუფლებამ აღკვეთა. ბოლო მონაცემებით, სტამბულსა და ანკარაში შეტაკებებისას, სამხედროების გარდა, 246 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 2 ათასამდე კაცი დაშავდა.

ყველა ახალი ამბავი
0