საქართველოს პრემიერ-მინისტრი გმობს ქაბულში მომხდარ ტერორისტულ აქტს

© FB/Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო მხარს უჭერს ავღანეთის ხელისუფლების ძალისხმევას, არსებული გამოწვევების საპასუხოდ, რომელიც მიმართულია ქვეყანაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისკენ, ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა გულითად სამძიმარს უცხადებს ავღანეთის მთავრობას და დაღუპულთა ოჯახებს ქაბულში მომხდარი ტრაგედიის გმო. 

"უმკაცრესად ვგმობთ 2016 წლის 23 ივლისს, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, რომლის შედეგად, ოთხმოცზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ასობით — დაშავდა",  - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში, რომელსაც მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს..

აფეთქება ქაბულში - Sputnik საქართველო
ქაბულში მომხდარ ტერაქტს 80 ადამიანი ემსხვერპლა

მივიჩნევთ, რომ ეს თავდასხმა და სხვა მსგავსი ქმედებები, რომლებიც მიმართულია თავისუფლების, მშვიდობის და უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ, წარმოადგენს უდიდეს დანაშაულს კაცობრიობის წინაშე. ვიმედოვნებთ, საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით, შესაძლებელი იქნება ძალადობრივი ექსტრემიზმის აღმოფხვრა და მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცება, — ნათქვამია განცხადებაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0