თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება დაუშვას რუსეთის ნაკრები რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე, ნათქვამია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ რელიზში.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კამისიის სხდომა, რომელზეც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, ლოზანაში კვირას გაიმართა.
რუსი ოლიმპიელების თამაშებზე დაშვების უფლება საერთაშორისო ფედერაციებს ინდივიდუალური წესის მიხედვით დაეკისრათ, ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, როგორც რელიზში აღნიშნულია, რუსი მძლეოსნები თამაშებზე არ დაიშვებიან, რადგან IAAF-სგან მათ ოფიციალური უარი უკვე მიიღეს.
გარდა ამისა, ნათქვამია, რომ რუსი სპორტსმენები, რომლებსაც ადრე უკვე ჰქონდათ დოპინგთან დაკავშირებული პრობლემები, ოლიმპიურ თამაშებზე არ დაიშვებიან.
„რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს არ შეუძლია გაუშვას სპორტსმენი 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე, თუ კი ათლეტს დოპინგის გამო ადრე დისკვალიფიკაცია ჰქონდა მიღებული, თუნდაც მან უკვე მოიხადა სასჯელი“,-ნათქვამია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რელიზში.