თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ მიუხედავად რეგიონში მიმდინარე მოვლენებისა, საქართველო ახერხებს სტაბილურობის კუნძულად დარჩენას.
„დღეს საქართველოში გაცილებით მეტი სტაბილურობაა, ვიდრე ჩვენ გვქონდა თუნდაც ოთხი წლის წინ. მე მგონი, ამას ყველა გრძნობს. მიუხედავად იმ მოვლენების, რაც რეგიონში თუ მისგან მოშორებით ხდება, საქართველო რჩება გარკვეულ სტაბილურობის კუნძულად. ეს სწორედ შესაძლებელი გახდა ძალიან გაწონასწორებული, ძალიან პრაგმატული საგარეო პოლიტიკის შედეგად, — ციტირებს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას ფოთში პარტია «ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური.
პრემიერის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავრჩეთ თანმიმდევრული დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ ამავე დრო სწორი საგარეო პოლიტიკით, შევამციროთ რისკები ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის.
„სწორედ ამიტომ, ჩვენ გვმართებს იმ სამეზობლოში, სადაც ვცხოვრობთ, მოვაგვაროთ ურთიერთობები ყველა მეზობელთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება უზრუნველვყოთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა სცეს პატივი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებებს. სწორედ ამის საფუძველზე, საჭიროა შევქმნათ მეტი სტაბილურობა ქვეყანაში იმისათვის, რომ გრძელვადიანი განვითარების გეგმებზე ვიფიქროთ“,-განაცხადა პრემიერმა.