ბაღდადში აფეთქებას ათი ადამიანი ემსხვერპლა

© REUTERS / KHALID AL-MOUSILYაფეთქება ბაღდადში
აფეთქება ბაღდადში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა აფეთქების შედეგად, რომელიც თვითმკვლელმა ტერორისტმა ბაღდადში განახორციელა.

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ბაღდადის ჩრდილოეთით, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ბლოკ-საგუშაგოსთან ჩადენილი აფეთქების შედეგად, სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, იტყობინება სააგენტო „რია ნოვოსტი“  ასოშეიტედ პრესზე დაყრდნობით. 

ინციდენტი კვირა დილას ალ-კადიმენის რაიონში მოხდა, სადაც ძირითადად შიიტები ცხოვრობენ. დაღუპულთა შორის 2 პოლიციელი და 8 მშვიდობიანი მოქალაქეა. კიდევ 20 ადამიანი დაშავდა, განაცხადეს  პოლიციასა და სამედიცინო დაწესებულებაში.

ბაღდადში ტერორისტების თავდასხმის შედეგად შენობა ცეცხლის ალში გაეხვია - Sputnik საქართველო
ბაღდადში ტერორისტების თავდასხმის შედეგად შენობა ცეცხლის ალში გაეხვია
 

ერაყში დაძაბული სიტუაციაა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ქმედებების გამო, რომელმაც ქვეყნის ნაწილი დაიპყრო. „ბოევიკები“ თავდასხმებსა და ტერაქტებს ახორციელებენ, რომელთა მსხვერპლი მშვიდობიანი მოსახლეობა ხდება. 


ყველა ახალი ამბავი
0