ბაღდადში ტერორისტების თავდასხმის შედეგად შენობა ცეცხლის ალში გაეხვია

გამოწერა

ერაყის დედაქალაქში რელიგიურ ცენტრთან და აშ-შააბის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე  ორი ძლიერი აფეთქება მოხდა. ტერორისტების თავდასხმას ბაღდადში 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 60-მა კი სხეულის დაზიანებები მიიღო. 

ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქება ტერორისტების მიერ განხორციელებული მეორე შეტევა იყო.

მანამდე ბაღდადის რელიგიურ ცენტრ აბდ არ-რასულ-ალისთან, სადაც მუსლიმანი-შიიტები იკრიბებიან, დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, იუწყება ერაყის შსს-ს წარმომადგენელი საად მაანი.

ორი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 82 ადამიანს, ხოლო დაშავებულთა რიცხვმა კი 200-ს მიაღწია, იუწყება სააგენტო „როიტერი“.

ორგანიზაცია SITE Intelligence Group-ი, რომელიც ინტერნეტ-სივრცეში რადიკალური დაჯგუფებების აქტივობას ადევნებს თვალს, აცხადებს რომ  მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.


ყველა ახალი ამბავი
0