კორეელები საქართველოში მეტალურგიულ ქარხანას ააშენებენ

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამხრეთ კორეული უმსხვილესი ფოლადის მწარმოებელი კომპანია აპირებს საქართველოში მეტალურგიული ქარხანა ააშენოს, რომელის წელიწადში 1 მილიონ ტონა პროდუქციას აწარმოებს.

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ფოლადის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კორეული კომპანია Posco საქართველოში მეტალურგიული ქარხნის მშენებლობასა და მასში 500 მილიონი დოლარის ჩადებას გეგმავს. 

ეს საკითხი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიასა და Posco-ს ვიცე პრეზიდენტის ჯინ-სიკ-ჩოის ხელმძღვანელობით Posco წარმომადგენელების შეხვედრაზე განიხილეს. 

ტურისტული გამოფენა KOTFA 2016 - Sputnik საქართველო
სამხრეთ კორეის მოსახლეობას აჭარის ტურიზმის შესახებ უამბეს

კორეული კომპანიის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს პროექტის დეტალები გააცნეს, რომელიც ქვეყანაში მეტალურგიული ინდუსტრიის განვითარებას შეუწყობს ხელს, ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე. 

Posco მსოფლიოში ფოლადის მწარმოებელ ლიდერ კომპანიათა ხუთეულში შედის. 


ყველა ახალი ამბავი
0